როგორ არ უნდა მოვიქცეთ თუ ჩვილს აუწია სიცხემ - rogor.ge

როგორ არ უნდა მოვიქცეთ თუ ჩვილს აუწია სიცხემ

 

არ იჩქაროთ, რომ ტემპერატურა უცებ დააგდოთ 38,5°ზე დაბლა. ეს ტემპერატურა იმის ნიშანია, რომ ორგანიზმი ებრძვის ინფექციას, ხოლო თვითონ მომატებული ტემპერატურა საჭიროა ორგანიზმის დაცვითი ფუნქციის მექანიზმების ეფექტურად მუშაობისთვის.

 

ბავშვის მკურნალობა არ შეიძლება ასპრინითა და ანაგლინით. ეგ არ არის გამოსავალი.

 

არ გირჩევთ ბავშვი გაახვიოთ ერთდროულად ათ გადასაფარებელში. ოთახში უნდა იყოს ცოტა სიგრილე და შენობა აუცილებლად უნდა ნიავდებოდეს კარგად. გახსოვდეთ, რომ ბავშვებს არ აქვთ სრულად ჩამოყალიბებული ორგანიზმის თერმორეგულაციის სისტემა.

 

არ დაასველოთ (გაჟღინთოთ) ბავშვი სპირტით ან ძმრით. ეს არის შხამი ბავშვისათვის.

 

გახსოვდეთ, რომ სიცხის წამალი როგორც წესი მოქმედებს ნახევარი საათის შემდეგ. არ იფიქროთ, რომ წამლის მიცემის შემდეგ ტემპერატურა უცებ 36,6 °С- ზე დავა. ყოველთვის ყურადღებით წაიკითხეთ პრეპარატების ანოტაცია რასაც მისცემთ პატარას, თავისი უკუჩვენებებთან ერთად.

 

არ შეიძლება ბავშის სხეულს მიადოთ ცივი ნივთები, ტემპერატურის დაწევის მიზნით, ამან შეიძლება სისხლძარღვების სპაზმი გამოიწვიოს.

 

თუ მაღალი ტემპერატურის ქონის დროს, ბავშვის სახე ფერმკრთალია, ტერფები და ხელები კი ცივი, ეს არის ციებ-ცხელების ნიშანი და სპაზმი. ასეთ დროს აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, ხოლო მათ მოსვლამდე ხელები და ფეხები დაუსრისეთ თბილი ხელით, ეს საჭიროა რომ სპაზმმა გადაიაროს. გამორიცხეთ ყველანაირი ხერხი, ფიზიკურად რომ დაუგდოთ მას ტემპერატურა.

 

როცა პატარას აქვს სიცხე, აუცილებლად აიყვანეთ თავი ხელში, არ ჩავარდეთ პანიკაში. იმოქმედეთ რაციონალურად და გამოიყენეთ მხოლოდ ის ხერხები, რომლებიც აპრობირებულია და უსაფრთხოა პატარისთვის.