როგორ მოვიხსნათ გაჭედილი ბეჭედი თითიდან (ხალხური რჩევების კრებული) - rogor.ge

როგორ მოვიხსნათ გაჭედილი ბეჭედი თითიდან (ხალხური რჩევების კრებული)

 

როგორც არ უნდა იყოთ აღელვებული და განერვიულებული შექმნილი სიტუაციით, არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ ზედმეტი ძალდატანებით ბეჭდის მოხსნა, არც გამოქაჩოთ ინერციით. ამგვარად შეიძლება მოახდინოთ თითის ტრამვირება. თუ მაინც გსურთ რომ სცადოთ მოხსნა ძალდატანებით ან ინერციით, ჯერ კარგად დააკვირდით რა აფერხებს ბეჭედს, თითის რა ნაწილი არის შესიებული ან რა უქმნის მას დაბრკოლებას.

 

ხანდახან, როცა დიდი ხნის განმავლობაში ატარებთ სამკაულს, ისე ეჩვევით, რომ არც კი აქცევთ მას ყურადღებას. თუმცა ერთხელაც შეიძლება დახედოთ თითებს და დაინახოთ, რომ ისინი შეშუპებულია და შეშინებული ნერბიულად ცდილობთ ბეჭდის მოშორებას. ამ სიტუაციაშიც პანიკა ნამდვილად უადგილოა, ის უფრო გავნებთ ვიდრე დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში.შეეცადოთ დაადგინოთ რამ გამოიწვია ეს შედეგი. შესაძლოა ასეთი სიტუაცია ადრეც მოგსვლიათ, თუმცა დარჩენილა შეუმჩნეველი. ყველაზე ხშირად შეშუპებას იწვევს ზედმეტი მარილის მიღება. არ აჩქარდეთ, შეეცდეთ დალიოთ მეტი წყალი რათა გამოდევნოთ მარილი და დაელოდეთ ნახევარი დღე მაინც. თუ დიგნოზი სწორად დასვით და ეს იყო მიზეზი, მაშინ შეშუპება დაცხრება.

 

რიგ შემთხვევებში ბეჭდის მოხსნას ხელს უშლის კანის ნაკეცებ, რომლებიც გროვდება სახსრებთან. ამ შემთხვევაში თქვენ დაგჭირდებათ დამხმარე. თხოვეთ ვინმეს, ვინც მოცემულ სიტუაციაში იქნება ახლოს და თხოვეთ დაგიჭიმოთ თითი და დააფიქსიროს კანი, ხოლო თქვენ ამ დროს შეგეძლებათ ბეჭდის მოხსნა.

 

ზაფხულში ცხელმა ამინდმა შეიძლება თითების დასივება გამოიწვიოს. შეამცირეთ სისხლის მიწოდება ხელისკენ. მოათავსეთ ხელი გულის დონეზე მაღლა. ეს ხერხი დაგეხმარებათ მოიხსნათ ბეჭედი გარკვეული დროის შემდეგ.

 

ყველაზე პოპულარული ხალხური მეთოდი მოგვიწოდებს არა მარტო ხელის გულის სიმაღლეზე მაღლა აწევას, არამედ მის ცივ წყალში მოთავსებასაც. თუმცა ხშირად ხალხმა არ იცის, ან ავიწყდება მეტალების თვისება, რომ ისინი იკუმშებიან ტემპერატურის შემცირებასთან ერთად, აქედან გამომდინარე არ ღირს თითის სამკაულთან ერთად მოთავსება წყალში, მოათავსეთ ის ისე რომ არ წყალი არ შეეხოს სამკაულს.

 

ბეჭდის მოხსნაში დახმრებას გაგიწევთ ნებისმიერი დასაზეთი საშუალება რაც კი იმ წამს ხელთ გექნებათ. ეს შეიძლება იყოს საპნის ქაფიც კი, შეიძლება შამპუნი, ვაზელინი. უხვად წაისვით თითზე დასაზეთი საშუალება, მათ შორის შეეცადეთ მისი ბეჭდის ქვეშ წასმაც. ნელი მოძრაობით დაატრიალეთ ბეჭედი წრიულად და სათუთად დაიწყეთ მისი მოხსნა. თუ დაზეთვის შემდეგ ხელმა სხლტომა დაგიწყოთ, გამოიყენეთ ნაჭერი.

 

ბეჭდის მოხსნაში დგეხმარებათ აბრეშუმის ძაფი(თუ არ არის აბრეშუმის გამოიყენეთ ნებისმიერი). სასურველია რომ ძაფი იყოს ძალიან ვიწრო, გაუყარეთ ის ყველაზე მცირე ზომის პატარა ნემსში, ეს უკანასკნელი კი გააძვრინეთ რამენაირად ბეჭედში. როგორც კი ამას გააკეთებთ დაიხვიეთ მერე ძაფი თითზე როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები და "თითის ბეჭდისგან გათავისუფლების ოპერაცია" მოიყვანეთ სისრულეში.

 

თუ სახლში მოგეპოვებათ საანესთეზიო პრეპარატი, პროკაინის მსგავსი, დაიტანეთ ის თითზე კომპრესის სახით, შეშუპება საგრძნობლად უნდა შემცირდეს, რაც საშუალებას მოგცემთ ბეჭედი მარტივად მოიხსნათ.

 

მართალია ძალიან იშვიათად, მაგრამ არის შემტხვევები როცა არცერთი ზემოთხსენებული ხერხის გამოყენება ვერ ხერხდება ან შედეგი ვერ მოიტანა, მაშინ გირჩევთ ბეჭდის გაჭრას. ამის გაკეთებას მარტოს არ გირჩევთ და ნურც არაპროფესიონალს ანდობთ, ესტურეთ იუველირს და ის უპრობლემოთ შეძლებს ბეჭდის გაჭრას და შემდეგ შეიძლება მისი აღდგენაც.