როგორ დავამარცხოთ აპათია (გულგრილობა, უინტერესობა) - rogor.ge

როგორ დავამარცხოთ აპათია (გულგრილობა, უინტერესობა)

 

თუ შინაგანად რამის მიმართ გრძნობთ ზიზღს. გაქვთ ცუდი ხასიათი, იმედგაცრუება პიროვნების ან რამე მოვლენის მიმართ, მიაქციეთ ყურადღება თუ რა ხდება თქვენს შიგნით. სულის ტკივილი არის მძიმე სიმპტომი, როცა ადამიანი გარკვეული დროის მანძილზე გადაბმულად არის ასეთ მდგომარეობაში, ეს იწვევს ფიზიკური დაავადებებების განვითარებას. სტრესის დროს იმუნიტეტის ეფექტურობა მცირდება. გარდა ამისა, გამუდმებით უარყოფითი ხასიათი, რომელიც გამუდმებით გრძელდება ნეგატიური ფიქრებით ხანგრძილივი დროით, ის მაგნიტივით იზიდავს უარყოფით მოვლენებს ცხოვრებაში, უფრო გიჭირთ იყოთ ნაყოფიერი და გქონდეთ ჯანსაღი ურთიერთობა გარშემომყოფებთან. აპათია ხშირად ემრთებათ ადამიანებს, ვინც მიჩვეულია მიიღოს ყოველაფერი მაქსიმალური ნებისმიერ გარემოებაში. მისი გამომწვევი მიზეზი ასევე შეიძლება იყოს სერიოზული ორგანული დაზიანება ნერვულ სისტემაში. ექიმთან ვიზიტიც ნამდვილად არ იქნება ზედმეტი. თუ დარწმუნებული ხართ, რომ შიზოფრენია ნამდვილად არ არის თქვენი დიაგნოზი, მაშინ აპათიის დამარცხებას შეძლებთ ძალიან მარტივად.

 

დღის ბოლოს აუცილებლად დაუსვით საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა, პირველ რიგში თუ რა გააკეთეთ თქვენი თავისთვის სასიამოვნო და სასარგებლო. ასევე გაანალიზეთ გააკეთეთ თუ არა რამე გარშემომყოფებისთვის. დაფიქრით სად ხართ, რატომ იმყოფებით კონკრეტულ დროს კონკრეტულ ადგილას. ამ კითხვებზე პასუხი მაშინვე ნათელს მოჰფენს მთელ სიტუაციას. ხშირად აპათიას ასევე იწვევს "კეთილი საქმეების დეფიციტი." ადამიანს აქვს მოთხოვნილება, რომ სასარგებლო იყოს სხვებისთვის. ეს შეიძლება ერთგვარი ნიშანი იყოს სულის სხეულის მიმართ, რომ ის მუდამივად იღებს რაც უნდა,იკმაყოფილობეს მოთხოვნებს თუმცა სხვებისთვის არაფერი სიკეთე არ მოაქვს, ეს ერთგვარი თვითვლიკვიდაციის ნიშანივითაა.

 

შეეცადეთ გააკეთოთ რამე ნამდვილად გენიალური! ეს შეიძლება იყოს წვრილმანი, მაგრამ ამ წვილმანმაც კი ძირეულად ვინმე ადამიანისან ადამიანთა ჯგუფი ცხოვრება შეცვალოს. დაიწყეთ მარტივით, თუნდაც დაუთმეთ ბანკში რიგი უცხო ადამიანს, გაიცანით ახალი ადამიანები, გაესაუბრეთ მათ. რამე აჩუქეთ უსახლკაროებს ან გაჭირვებულ ადამიანებს. გულგრილობა იმწამსვე ქრება, როცა განიცდით სხვის ტკივილს ეხმარებათ მას და ხედავთ რომ ამას შედეგი მოაქვს. თქვენი შეუძლებელია არ მოხდეს ემოციების "აფეთქება " როცა აბედნიერებთ სხვას. ეს მეთოდი მოქმედებს ახლობლებზეც, არ არის აუცილებელი მაინცდამაინც უცხოს მიმართ იყოსპოზიტიური და კეთილი. შეგიძლიათ გაახაროთ დედა, მამა, ოჯახის წვრები მეზობლები. თქვენ შეამჩნევთ რომ მათი დამოკიდებულებაც შეიცვლევა თქვენს მიმართ. თუ გყავთ შვილები, გაიხსენეთ რა გიყვადათ პატარა რო იყავით, გამოყავით შაბათი ან კვირა და მთელ დღე დაუთმეთ მათ გაბედნიერებას. დღის ბოლოს ნახავთ, რომ დიდი რაოდენობით ენერგია გაეცით, მაგრამ სანაცვლოდაც ბევრი მიიღეთ. ასეთი ცხვორების წესით კი როცა გამუდმებით აკეთებთ განტვირთვებს შეუძლებელია ადამიანს აპათია გაუჩნდეს და განუვითარდეს.