როგორ გამოვიყენოთ სოდა სილამაზის შესანარჩუნებლად - rogor.ge

როგორ გამოვიყენოთ სოდა სილამაზის შესანარჩუნებლად

 

კანის დასარბილებლად და გამოსაცოცხლებლად შეურიეთ ცოდა წყალს, პროდპორციის 3:1, რომ მიიღოთ პასტა. შემდეგ წაისვით სახეზე ნაზი, წრიული მოძრაობით.

 

ფეხების მოსავლელად ჩაის კოვზი სოდა და 1 მარილი აურიეთ ცხელ წყალში. მოსახერხებელი იქნება თუ სათლს გამოიყენებთ. ჩაუშვით ფეხებ მასში. ეს პროცედურა დაგეხმარებათ მოიშოროთ ყველანაირი ჭუჭყი ფეხებიდან. თუ ტერფებზე და ქუსლებზე გამაგრებული კანი გაქვთ, ეს რჩევადაგეხმარებათ ამ პრობლემის გადაჭრაში.

 

აბაზანისათვის აბაზანა გაავსეთ წყლით და ჩაამატეთ მასში ნახევარი ჭიქა სოდა. ეს პროცედურა გახდის თქვენს სხეულს ფურო ნაზსს და რბილს, ასევე გაწმენდს მას. არ დაგავიწყდეთ, აბაზანის მიღების შემდეგ კარგად გადაივლეთ წყალი და ჩამოიბანეთ სოდიანი წყალი.

 

სახის გასაწმენდად მკვდარი უჯრედებისა და კოსმეტიკისგან სახის გასაწმენდად დაგეხმარებათ სოდის სუსტი ხსნარი.

 

თმის დასაბანად 1/2 ჩაი კოვზი სოდა შეურიეთ შამპუნს. დაარბილებს თავის კანს და თმებს.

 

სოდა როგორც მშრალი შამპუნი თუ თქვენი თმა ზედმეტად ცხიმიანია და მალ-მალე გიწევთ დაბანა, გირჩევთ მოიქცეთ შემდეგნაირად, საფარცხელზე მოაყარეთ თხლად სოდა და ისე დავარცხნეთ თმა. ეს დაგეხმრებათ რომ ირიდოთ თავიდან ყოველ დღიურად თავის დაბანა.

 

მაღალი სიცხის შემდეგ გამონაყარის შესამცირებლად მიიღეთ ცხელი აბაზანა, კარგად გაიმშრალეთ სხეული და საკვები სოდისგან დამზადებული პასტა წაისვით იმ ადგილას სადაც გაქვთ გამონაყარი. წასმული "მაზი" დაიტოვეთ სხეულზე რამდენიმე საათით შემდეგ კი ჩამოიბანეთ და გაიმშრალეთ.

 

გარუჯვის შემდეგი ტკივილის შესამცირებლად იმისათვის, რომ მარტივად დაცხეს გარუჯვისას გაღიზიანებული კანი, წაისვი პწყლისა და სოდის ხსნარისგან დამზადებული პასტა .

 

სავარცხლისა და ჯაგრისის გასაწმენდად აავსეთ 1 ლიტრი წყლით თასი, ჩაყარეთ მასში 4 ჩაის კოვზი სოდა. მოათავსეთ ამ ხსნარში სავარცხელი რამდენიმე წუთით. ამ გზით მარტივად მოაშორებთ სავრცხლიდან თმის სხვადასხვა ლაქებს და ასევე სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებებს.

 

კბილების გასათეთრებლად კბილების გათეთრება შესაძლებელია მარილისა და სოდის ხსნარით. გაიხეხეთ კბილები ამ ხსნარით, შემდეგ გამოივლეთ წყალი. ეს მეთოდი ასევე დაგეხმარებათ მოიშოროთ არასასიამოვნო სუნი პირიდან და ასევე მოიშუშოთ ჭრილობები პირის ღრუში.

 

ფრჩხილების მოსავლელად სოდას შეუძლია ფრჩხილების გაპრიალება, როგორც ფეხების ასევე ხელების. ამისათვის კი საჭიროა ფრჩხილების ქლიბზე მოაყაროთ სოდა და გაიქლიბოთ ფრჩხილები.

 

გამოიყენეთ სოდა მწერების ნაკბენის მოსაშუშებლად ნებისმიერი სახეობის მწერის ნაკბენის შემდეგ, დაიტანეთ მცირე ოდენობით სოდა ნაკბენ ადგილზე და ის ადვილად მოგიშუშდებათ.