საოჯახო საქმე

სახლის დალაგება და ორგანიზება

როგორ გამოვიყენოთ კბილის პასტა არადანიშნულებისამებრ, მაგრამ სასარგებლოდ

როგორ გამოვიყენოთ კბილის პასტა არადანიშნულებისამებრ, მაგრამ სასარგებლოდ

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

კბილის პასტას შეუძლია დაგეხმაროთ მრავალი წვრილმანი პრობლემის გადაჭრაში, რომელიც ყოველდღიურობისთვისაა დამახასიათებელი. თქვენ გაოცდებით რამდენად ფართო შეიძლება იყოს მისი გამოყენების სპექტრი. აუცილებლად წაიკითხეთ ინსტრუქცია სრულად და მოიმარაგეთ კბილის პასტები. უცნაურია, რატომ არ აწერენ მწარმოებლები თვითონ ფლაკონზე მის ასეთ შესაძლებლობებს?

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • კბილის პასტა
  • კბილის ჯაგრისი

საფეხურები

  1. 1
    მცირეოდენი კბილის პასტა და ჯაგრისი არის ძველი ფერდაკარგული ვერცხლის ნივთებისთვის ფერის დაბრუნების მარტივი საშუალება. თქვენი ვერცხლის სამკაულები და ჭურჭელი კბილის პასტით გაწმენდის შემდეგ იბზინებს. პროცედურის დამთავრების შემდეგ არ დაგავიწყდეთ კარგად გაწმინდოთ ნივთები კბილის პასტისგან.
  2. 2
    დამცავი სათვალეები არ დაიორთქლება თუ გამოიყენებთ კბილის პასტას. წაუსვით ძალიან თხელი ფენით შიდა მხრიდან და ყველაფერი იქნება წესრიგში. თხილამურების მოყვარულები, მოცურავეები და წყალბურთელები ასევე მოტოციკლისტებიც იგრძნობენ თავს კომფორტულად ამ მარტივი ხერხის გამოყენების შემდეგ.
  3. 3
    ფეხსაცმლის თეთრი ძირი ან თეთრი კედები, ვიზუალურად ლამაზია თუმცა რთულად შესანარჩუნებელი და მოსაფრთხილებელია, ადვილად იკაწრება და ბინძურდება. თუმცა გული არ დაივიწყოთ ასეთი სტილის მოყვარულებმა, დაიამხსოვრეთ,შეგიძლიათ კბილის პასტითა და ძველი ჯაგრისით ადვილად გაწმინდოთ და დაუბრუნოთ პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოვებული შეხედულება.
  4. 4
    დეფექტები, რომლების ჩნდება კედლებზე, თითქმის გარდაუვალია მათი წარმოქმნა თუმცა დავფარვა შესაძლებელია კბილის პასტით და ისინი შედარებით ნაკლებად შესამჩნევი გახდება.
  5. 5
    თუ საჭმლის მომზადების შემდეგ, თქვენს ხელებს ასდის თევზის,ნივრის, ხახვის ან სხვა ინგრედიენტის სუნი და გიჭირთ მისი მოშორება, არ აღელდეთ, ამ შემთხვევაშიც თქვენ დაგეხმარებათ კბილის პასტა. დაიბნეთ ხელები კბილის პასტის გამოყენებით და მძაფრი სუნი მაშინვე მოგშორებათ.
  6. 6
    თუ თქვენს უთოს გაუჩნდა ნადები და გიჭირთ მისი მოშორება, ამიერიდან ეს პრობლემა არ შეგაწუხებთ. კარგად გახეხეთ ის ბილის პასტითა და ძველი ჯაგრისით და პრობლემაც გადაიჭრება.
  7. 7
    კბილის პასტით შესაძლებელია დისკის გაპრიალება. პასტა საჭიროა წაესვას ძალიან მცირე რაოდენობით და ფრთხილად, წინააღმდეგ შემთხვევაში დისკზე ნაკაწრების რაოდენობა შემცირების ნაცვლად გაიზრდება და გაღმავდება.
  8. 8
    კბილის პასტა ნიჟარის წყლისგამტარი ლითონის შესანიშნავი გამწმენდია. ის ხშირად იფარება ნადებით, ხოლო კბილის პასტით გაწმენდის შემდეგ მას დაუბრუნდება ბუნებრივი ფერი და მბზინვარება.
  9. 9
    წინა საფეხურის მსგავსად, იგივე ქმედებ შეგიძიათ გაიმეორეთ აბაზანის ყველა ქრომირებული დეტალის გასაწმენდად. იქნება ეს ონკანი თ სხვა რამ. ყველაფერს დაუბრუნდება პირვანდელი ბზინვარება.
  10. 10
    იმისათვის, რომ "დუშ-კაბინის" კარები იყოს სუფთა პერიოდულად გაწმინდეთ ის კბილის პასტით. მიღებული შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ.