როგორ ვიკვებოთ სწორად მარხვის დროს - rogor.ge

როგორ ვიკვებოთ სწორად მარხვის დროს

 

მარხვის პერიოდში უარი თქვით კვერცხზე, ხორცზე, რძის პროდუქტებზე, კანფეტებზე, ალკოჰოლურ სასმელებზე. დიდი მარხვის დროს წითელი ღვინისა და მცენარეული ზეთის მიღება შეიძლება მხოლოდ შაბათსა და კვირას, გარდა ვნების კვირეულში მოხვედრილი შაბათისა. მცენარეული ზეთი ასევე იშვიათად გამოიყენება წმინდანების მოხსენიების დღეებში. თევზის ჭამა შეიძლება ხარებას და ბოლო კვირა დღეს აღდგომამდე, თევზის ქვირითი კი ბზობის წინა შაბათს. დიდი მარხვის პირველ ორ დღეს სასურველია საკვებზე უარის თქმა. მარხვის ბოლო კვირაში მიირთმევენ ისეთ საკვებს, რომელიც არ დაქვემდებარებია თერმულ დამუშავებას.

 

საკვებად მოსამზადებლად გამოიყენეთ მარცვლეული, მჟავეული, დამარინებული და ახალი ბოსტნეული, შავი და სერი პური, წვენებუ, სოკო, მწვანილი. სამარხვო საკვების მომზადებისას არ დაგავიწყდეთ სანელებლების შესახებ, ისი გახდიან საკვებს უფრო გემრიელსა და არომატულს.

 

გამოავლინეთ კულინარიული ფანტაზია. თუ გეჩვენებათ, რომ სამარხვო საკვები მოსაბეზრებელი და ერთგვაროვანია, ძალიან ცდებით, ვინაიდან შეიძლება სხვადასხვა გემრიელი კერძების მოფიქრება - სალათები, სოუსები, წვნიანები და სხვა. სამარხვო ფაფის მომზადება შეგიძლიათ სოუსით, სოკოთი ან თნდაც ბოსტნეულით. სოკოს ან ბოსტნეული ბულიონის შემცველი სუპები არანაკლებ გემრიელი გამოდის ვიდრე ხორცის. შეიძლება ბოსტნეულის ჩაშუშვა, შეწვა, ფარშირება სოკოებითა და ხახვით.

 

სამარხვო მენიუს შედგენის დროს გაითვალისწინეთ მნიშვნელოვანი წესი. ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები ორგანიზმში ყოველდღიურად უნდა ხვდებოდნენ თანაბარი რაოდენობით. ნორმალური კვებისათვის შესაფერისი საკვები ელემენტების მღების შემთხვევაში თქვენ არ იგრძნობთ დაღლას. ცილის შესანიშნავი წყაროა ლობიო, ბარდა, სოიო, შვრია, თხილი, სოკო.

 

შეეცადეთ ისიამოვნოთ საკვების მიღებით. არ გაღიზიანდეთ ჭამის დროს, ტრაპეზმა უნდა ჩაიაროს მშვიდ გარემოში. ამ წესის დაცვა საჭიროა არა მარტო ჭამის დროს, არამედ მთელი დღის განმავლობაში.