როგორ მოვიმატოთ წონაში? - rogor.ge

როგორ მოვიმატოთ წონაში?

დღეში უნდა ჭამოთ დაახლოებით 6-ჯერ უნდა იკვებოთ ზომიერად, ისე რომ ჭამის დასრულების შემდეგ რამოდენიმე წუთში იგრძნოთ სრული დანაყრება. არ შეიძლება ერთდროულად ბევრის ჭამა.

გასუქების დროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეშმაკობა სწორედ ვარჯიშია. მას შემდეგ, რაც ივარჯიშებთ მსუბუქად, მაგალითად დაკავდებით აერობიკით, საჭიროა მიირთვათ საკვები. ამ დროს მადაც ორმაგად არის გაძლიერებული და ვარჯიშის შემდეგ ჭამაც დადებითად აისახება წონაზე. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაშიც, ბევრის ჭამა მიზანშეწონილი არ არის.

ჭამის შემდეგ აუცილებელია ცოტა ხნით დაჯდეთ ტელევიზორთან, ან წამოწვეთ დივანზე. უკეთეს შემთხვევაში გაისეირნოთ სუფთა ჰაერზე. ამ დროს კუჭმა უნდა მოახერხოს საჭმლის კარგად ათვისება. გაითვალისწინეთ, რომ ჭამის შემდეგ ძილი ღვიძლზე უარყოფითად მოქმედებს.