როგორ გავაკეთოთ ძაფისგან გულის ფორმა - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ ძაფისგან გულის ფორმა

 

იმისათვის, რომ გულის ფორმა მიიღოთ, დაგჭირდებათ რამე ფორმა. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი გასაბერი ბუშტები.საუკეთესო ვარიანტია გულის ფორმის ბუშტის შოვნა. ასეთ დროს ხელნაკეთი გამოდის იდეალური ფორმის. თუ ვერ მოახერხეთ გულის ფორმის ბუშტის შოვნა, გული არ დაიწყვითოთ, გამოდგება ჩვეულებრივიც, 2 ცალი. საჭიროა მათი ოდნავ დაბერვა (ბუშტების მოცულობაზეა დამოკიდებული გულის ზომა) და გაერთიანება. დაბოლოებები გადაუაბით ერთმანეთს.

 

როდესაც სფუძველი უკვე შექმნილია, გადავივართ ძირითადზე - შემოვავლოთ ბუშტებს ძაფი. ამისათვის ვიღებთ წყალს და წებოს, ვხსნით პროპორციით 1:1. სასურვლია ძაფი იყოს მსხვილი. უპირატესობა მიანიჭეთ თეთრს, წითელსა და ვარდისფერ ფერებს. როდესც ძაფი გაჟღენთილი იქნება ხსნარით დაიწყეთ ბუშტებზე შემოხვევა თანაბარი მოძრაობებით.

 

შემდეგი ნაბიჯია - გულის მორთვა. აქ არის რამდენიმე ვარიანტი. მაგალითად შეიძლება გამოყენებული იყოს მრავალფეროვანი ბრჭყვიალები. მის დამატებას გირჩევთ მანამ სანამ ძაფის წებო გაშრება და დაფიქსირდება. სანამ ძაფი სველია მოაყარეთ ფერადი და სხვადასხვანარი ბრჭვიალები და აცადეთ აგშრობა. გაფორმება შეიძლება სხვანაირადაც - გამოიყენეთ ბისერები, მძიფები და სხვა. ეს გასაფორმებელი ნივთები მარტივი დასაფიქსირებელია თუმცა ფრთხილად და ნელა მიამაგრეთ.

 

როდესაც წებო გაშრება, ნემსით გახეთქეთ ბუშტი და გამოიღეთ ფრთხილად ნარჩენი. იყავით ფრთხილად, რომ არ დააზიანოთ ძაფი. ახლა სამაგრის გაკეთების დროა რითიც დამაგრდება ჩვენ გული. შეიძლება გამოყენებული იყოს იგივე ძაფი ან თუდაც ატლასის ლენტი.