როგორ გავაქროთ უსიამოვნო სუნი სახლიდან - rogor.ge

როგორ გავაქროთ უსიამოვნო სუნი სახლიდან

 

შეეცადეთ იპოვეთ და გააქროთ უსიამოვნო სუნის წყარო. გწმინდეთ ავეჯის ნაწილები, გარეცხეთ ნივთები რომლებიც წარმოქნიან ამ სუნს. თუ ეს არგამოდის მაშინ გადაყარეთ. გააღეთ ფანჯრები და კარები ყოველ დილით დაძილის წინ ნახევარი საათით მაინც, ამგვარად ჰაერი გაიწმინდება.

 

თუ სუნი ძალიან მძაფრია, ის მხოლოდ ორპირით არ გაიწმინდება. გირჩევთ გამოიყენოთ სპეციალური ტომარები რომლებშიც ბალახებია მოთავსებული. მათი შეძენა საყოფაცხოვრებო მაღაზიებში არის შესაძლებელი, ან იმ ადგილებში სადაც კოსმეტიური საშუალებები იყიდება. გაანაწილეთ ტომარები ოთახებში და გარკვეული დროის შემდეგ სახლში ჰაერი გაიჟღინთებ სასიამოვნო არომატით. შეგიძლიათ ასევე ვაზაში მოათავსოთ სხვადასხვა ყვავილები და გახმობის შემდეგც კი გამოიყენოთ დეკორაციისთვისაც.

 

ხანდახან არასასიამოვნო სუნი წარმოიქმნბა მაცივარში, კარადაში და სამზარეულოში. იმისათვის, რომ გათავისუფლდეთ ამ სუნისგან გაწმინდეთ ყველანაირი ზედაპირი სადეზინფექციო ხსნარებით - გაწმინდეთ ყველა კარადა, თაროები, ფანჯრები და რაფები. გაწმენდის შემდეგ ყველაფერი გაამშრალეთ ნაჭრით. შეგიძლიათ დროებით ფორთოხლისა და ლიმნის კანი დაალაგოთ სასაიმოვნო სუნისათვს. ასეთი გენერალური წმენდა სასურველია გარკვეულ დროში ერთხელ ჩაატაროთ. მაცივარში არასასიამოვნო სუნის ნეიტრალიზება შეიძლება მარტივად. აიღეთ ბამბა, რომელიც ჩაალბეთ მოდუღებულ ძლიერ ყავაში ან ვანილს ხსნარში, ჩადეთ ის პატარა ჭიქაში და შედგით მაცივრის თაროზე..

 

სიგარეტისა და მძაფრი სუნამოს სუნი გასაქრობად გამოიყენეთ ყავის თვისება. შეიძინეთ მოუხალავი ყავის მარცვლები და მოხალეთ ისინი ტაფაზე ოდნავ (არ დაგეწვათ!). სახლში დადგება სასიამოვნო ყავის სუნი. ასევე შეგიძლიათ მოადუღოთ ყავა და დროებით დადგათ ოთახებშ მცირე ჭიქებით. ყავა იწოვს უსიაოვნო სუნს და განივების შემდეგ ოთახში იქნება სუფთა ჰაერი.

 

თუ სუნი გამოდის ტანსაცმლის სარეცხი, ან ჭურჭლის სარეცხი მანქანიდან, დაგეხმარებათ ერთი სარეცხი რეჟიმის გაშვება ტანსაცმლისა და ჭურჭლის გარეშე. უბრალოდ მიეცით მანქანებს საშუალება იმუშავონ გასარეცხი ნივთების გარეშე და სუნი აღარ შეგაწუებთ.

 

ძველი ავეჯის სუნი შეიძლება იქნებას დამარცხებული შემდეგი მეთოდით, აიღეთ ღრუბელი და დაუმუშავეთ მას კუთხეები ხსნარით რომელიც შედგება საპნისა და ძმრისგან. ასევე დროებით მოათავსეთ არომატული საპნის მცირე ნაჭრები საწოლზე და მდივნებზე. ასევე ტანსაცმლის კარადებში.