სპორტი და ფიტნესი

იოგა

როგორ დავამარცხოთ უძილობა (ინსომნია) 6 მარტივი იოგას პოზით

როგორ დავამარცხოთ უძილობა (ინსომნია) 6 მარტივი იოგას პოზით

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

იმ შემთხვევაში თუ გიჭირთ ღამე დაძინება, არსებობს ინსომნიის, იგივე უძილობის დასამარცხებელი მრავალი მეთოდი, ასე რომ არ აღელდეთ და გაეცანით ინსტრუქციას სრულად. მოცემული სავარჯიშოები დაგეხმარებათ ნერვული სისტემის გაჯანსაღებაში, სტრესის დაძლევასა და რელაქსაციაში.

მოცემული 6 პოზა ყველასთვისაა განკუთვნილი, მათთვისაც კი ვინც ცხოვრებაში არასდროს დაკავებულა იოგით. ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ იმისათვის, რომ ვარჯიშის შემდეგ დატკბეთ მშვიდი ძილით არის ბალიში. მოთავსდით საწოლზე კომფორტულად, 10-ჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, შემდეგ კი დაიწყეთ.

 

საფეხურები

  1. 1 გაშალეთ ფეხები მოკლე კუთხით (Upavistha Konasana)

    ჯდომისას, ფეხები დაცილებულია ერთმანეთს, დაიდეთ ბალიში ჰორიზონტალურად მკერდის წინა ნაწილზე. ჩაისუნთქე ღრმად, ისე რომ მაქსიმალურად გქონდეთ სხეული, წელი და ფეხები გაშლილი და გაწელილი. ამოისუნთექთ ნელა, თან დაეშვით ბალიშზე რომელიც წინ გიდევთ,ხელები გაშალეთ წინ ისევე როგორც ეს ფოტზეა ნაჩვენები.ამოსუნთვის შემდეგ, კვლავ გასწორდით და 10 ჯერ გაიმეორეთ იგივე.
  2. 2 მუცელზე მწოლიარე (Salabhasana)

    დაწექით მუცლით ბალიშზე, გაჭიმეთ ფეხები და თეძოები. იყურეთ ქვევით, ისე რომ მაქსიმალურად გაჭიმოთ კისრის უკანა ნაწილი. ამავდროულად თითებით გაუყარეთ ერთმანეთში, როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები. ღრმა ჩაისუნთქეთ და ხელები მაქსიმალურად აწიეთ მაღლა, ასევე ფეხებიც მაქსიმალურად გაწელეთ სიგრძეზე სადაცმდეც შეძლებთ.გააკეთეთ რამდენიმეჯერ ეს ვარჯიში. ჩაისუნთქეთ და აზიდეთ მკერდი და თავი ისე რომ შეგეძლოთ საწოლის დანახვა. 10 ჯერ გამეორების შემდეგ ჩამოუშვი ხელები, მოდუნდით და დაისვენეთ.
  3. 3 ფეხები მაღლა კედელზე (Viparita Karani)

    ბალიში მიიტანეთ კედელთ ანახლოს და დაწექით მასზე, ოღონდამჟამად ზურგით. ფეხები აწიეთ მაღლა, ისე რომ იყვნენ ერთ სიმაღლეზე. ხელები დატოვეთ წელთანა ხლოს. გასათვალისწინებელია, რომ ხელის გულები უნდა იყოს მიმართული ზემოთ,ამგვარად თქვენ ღებულობთ აღმდგენ ენერგიას, რომელიც შემოდის თქვენს სხეულში სუნთქვასთან ერთად. ეს პოზა იდეალურია მათთვის, ვისაც უწევს ფეხზე დგომა ხანგრძილი დროის მანძილზე. ამ პოზის საშუალებით, სისხლის მიმოქცევა სხეულში გაუმჯობესდება. მთავარია ღრმად ისუნთქოთ. გაჩერით ამ მდგომარეობაში 2-3 წუთი. ამ პოზიდან გამოსასვლელად, თანაბრად ნელა მოხარეთ მუხლი და გადაალაგეთ ისინი ერთ მხარეს. ეს არის ძალიან სასარგებლო სავარჯიშო, რომელის შედეგს იმ მომენტალურა იგრძნობთ.
  4. 4 ფეხის გულები ერთად (Supta Baddha Konasana)

    კვლავ დაწექით ბალიშზე ზურგით, ფეხის გულები მიადეთ ერთმანეთს ხოლო მუხლები საპირისპირო მიმართულებით გადაწიეთ. ხელები წელის პარალელურად გაშალეთ. გაჩერდით ამ მდგომარეობაში საშუალოდ 3 წუთის მანძილზე. არ დაგავიწყდეთ ყურდღების მიქცევა, რომ სუნთქვა იყოს ღრმა და თანაბარი. ხელის გული ამოტრიალებული დატოვეთ, როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები.
  5. 5 ზურგზე მწოლიარე მობრუნება (Jathara Parivartanasana)

    განაგრძეთ ზურგზე წოლა. მუხლები ერთად შეკარით. დაიჭირეთ ისინი ერთად ხელით. კვლავ გაშალეთ ხელები სხეულის მიმართულებით და ნელა მოხარეთ ფეხები. მობრუნებისას, მუხლები დაიკავეთ მეორე ხელით. აკონტრლეთ სუნთქვა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სუნთქვა გარდაიქმნება ტალღებათ, ხოლო მთელი ენერგია გადის თქვენს ხერხემალში. ერთ მხრეს გაჩერდით საშუალოდ 1 წუთის მანძილზე, შემდეგ კი მობრუნდით ისევ.
  6. 6 მკვდრის პოზა (Savasana)

    ეს ბოლო პოზაა, უსაფრთხო და მშვიდი ძილის წინ. კვლავ დაწექით ზურგზე, დაიდეთ მარცხენა ხელი გულზე, ხოლო მარჯვენა მუცელზე. გააკეთეთ სამი ღრმა და თანაბარი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, შემდეგ ოთხჯერ მოიქეცით ასე: მანამ სანამ ჩაისუნთქავთ ჰაერს - დითვალეთ ოთხამდე, ოთხზე შეკავეთ სუნთქვა და დაითვალეთ რვამდე, როცა მიხვალთ რვაზე, ნელ-ნელაგამოუშვით ჰაერი.
  7. 7 ამ (იოგის) სავარჯიშოების გაკეთების შემდეგ მშვიდი ძილი გარანტირებული გაქვთ, არ დაგავიწყდეთ ბალიშის მოშორება ხერემლიდან. სხეული სავსეა დადებითი ენერგიით, გულის ცემა და სუნთქვა თანაბარია, ინსომნია კი დამარცხდება. გამოსცადეთ ეს მეთოდი და გაუზიარეთ მეგობრებს !