როგორ შევინახოთ პროდუქტები მაცივარში სწორად (7 ძირითადი რჩევა) - rogor.ge

როგორ შევინახოთ პროდუქტები მაცივარში სწორად (7 ძირითადი რჩევა)

 

თაროებად განაწილება მაცივარში პროდუქტების შენახვის ერთერთი ყველაზე მთავარი პრინციპი - მათი სხვადასხვა დონეზე სწორი განლაგებაა, რომელთაგანაც თითოეულს აქვს თავისი ტემპერატურული რეჟიმი. ყველაზე მაღლა, როგორც წესი, ინახება ყველა რძის პროდუქტი. ყველაზე დაბალ, ყველაზე ცივ თაროებზე მოსახერხებელია ხორცისა და თევზის, ხოლო სპეციალურ მოძრავ ყუთებში კი ხილისა და ბოსტნეულის შენახვა.

 

მაცივრის კარებები არ დაგავიწყდეთ იმის თაობაზე, რომ ყველაზე თბილი ადგილი მაცივარში - მისი კარებებია. სწრაფადფუჭებადი პროდუქტები, რძე, ყველი არ უნდა ინახებოდეს კარებებში. გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს სპეციალური განყოფილება ან კონტეინერი ხორცისათვის, თუ მას გააჩნია სითბოსგან დაცვის დამატებითი მექანიზმი.

 

მზა პროდუქტები მზა პროდუქტები უმჯობესია შეინახოთ სპეციალურ კონტეინერებში ან ემალირებულ, მჭიდრო თავსახურის მქონე ჭურჭელში. თუ არ გაქვთ კვებითი კონტეინერების გამოყენების საშუალება, მაშინ სასურველია მზა პროდუქტების კვებით ლენტაში ან ფოლგის ქაღალდში გახვევა. პროდუქტების მჭირდო შეფუთვა არა მარტო გაახანგრძლივებს მათი შენახვის ხანგრძლივობას და არ მისცემს სუნის არევის საშუალებას, არამედ ასეთ დროს პროდუქტი მეტად ინარჩუნებს საკუთარ გემოსა და გარეგნულ იერსახეს.

 

სისუფთავე ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება სისუფთავეს. ყველა პროდუქტი უნდა იყოს მჭიდროდ და კარგად შეფუთული. ყველი და ძეხვოვანი ნაწარმების შენახვა უმჯობესია სპეციალურ ქაღალდის პაკეტებში, რომლებიც პროდუქტს აძლევს "სუნთქვის" საშუალებას. ხილისა და ბოსტნეულის კამერისათვის სასურველია სპეციალური ანტიბაქტერიული საფენის გამოყენება, რომლის წყალობითაც იქმნება ჰაერის დამატებითი გამტარისუნარი ფენა. მისი საშუალებით უკეთ ხდება პროდუქტებს შორის ჰაერის ცირკულაცია და შედეგად ვიღებთ უკეთესად შენახულ ხილ-ბოსტნეულს. რეკომენდრებულია არა ნაკლებ 2 თვეში ერთხელ მაცივრის სრული დაცლა, გამოწმენდა და ყველა თაროს ჭურჭლის სარეცხი საშუალებით გასუფთავება.

 

კონსერვირება არ ღირს მაცივარში ყველანაირი კონსერვების შენახვა. გარდა იმისა, რომ ასეთ პროდუქტებს ისედაც გააჩნიათ შენახვის საკმაოდ დიდი ხანგრძლივობა და არ არის პრეტენზიული ტემპერატურული რეჟიმის მიმართ, დიდი რაოდენობით ქილების არსებობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სხვა პროდუქტებზე, ვინაიდან მაცივრის დატვირთულობა აფერხებს ჰაერის ცირკულაციას და ამის შედეგად ხდება საერთო ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა.

 

ნულოვანი კამერა ბევრ თანამედროვე მაცივარში შეიძლება შეხვდეთ "ნულოვან კამერას" ან როგორც მას სხვანაირად ეძალიან "სიახლის ზონას". მასში ჰაერის ტემპერატურა მიახლოებულია 0°С-თან და შექმნილია პროდუქტების შენახვისათვის ტენიანობის ოპტიმალური დონე, რომელის საშუალებითაც პროდუქტი მეტი დროის განმავლობაში ინარჩუნებს სიახლესა და პირვანდელ გემოს. ამ განყოფილებაში უმჯობესია შეინახოთ ნებისმიერი სწრაფადფუჭებადი პროდუქტი, რომელებიც მასში შეინახება უკეთესად და უფრო მეტი დროით, ვიდრე მაცივრის ჩეულებრივ კამერაში. მაგალითად: ახალი ბოსტნეული, ხილი, მწვანილი, ყველი, ზღვის პროდუქტები, ახალი ხორცი (ფარში), თევზი და ფრინველი.