როგორ მოვაშოროთ მცირე ნაკაწრები და დეფექტები ხის ავეჯს - rogor.ge

როგორ მოვაშოროთ მცირე ნაკაწრები და დეფექტები ხის ავეჯს

 

გამოიყენეთ ნიგოზი. ძალიან მარტივი და აპრობირებული ხერხია ნიგოზის გამოყენებით მცირე დეფექტის დაფარვა ხის ავეჯზე. აიღეთ ნიგოზი, გაჭერით ორ ან ოთხ ნაწილად და გადაუსვით ნაკაწრს. არ არის საჭირო დიდი ძალის დატანება - მთავარია სიცარიელი შეივსოს ნიგვზის წვენით. წვენის გაშრობის შემდეგ ნაკაწრი გახდება ნაკლებად შესამჩნევი.

 

შეაზავეთ ძმარი და ზეითუნის ზეთი ამ ნაზავის მომზადება სახლის პირობებში ძალიან მარტივია. თქვენ მხოლოდ დაგჭირდებათ 1/4 ჭიქა ძმარი და 3/4 ზეითუნის ზეთი. მიღებული სითხით გაწმინდეთ დაზიანებული ადგილი. გაწმენდის მერე სუფთა ნაჭრით კარგად მოამშრალეთ.

 

შეღებეთ ნაკაწრები იოდითა და მანქანის ზეთით თუ კარადა საკმაოდ მუქია, (დამზადებულია კაკლის, მუხის ან რომელიმე წითელი მერქანის მქონე ჯიშის ხისგან) ყველაზე მარტივი გამოსავალია მისი ნაკაწრები დამუშავდეს სამანქანო ზეთით. დაელოეთ ცოტა ხანი და შემდეგ სუფთა ნაჭრით მოამშრალეთ. არსებობს კიდევ ერთი ნივთიერება, რომელიც ყველა ოჯახში არის და ძალიან უხდება მუქ ხის ავეჯს, ესაა იოდი. ნაკაწრის სისიდის მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ თუნდაც ბამბის ჩხირი,( ყურის) - გაჟღინთეთ იოდით და დაამუშავოთ ნაკაწერები.

 

დააყენეთ მუქი ჩაის ფერი გაგიკვირდებათ, მაგრამ ასეთი მარტივი შესასრულებელი რჩევა, არის ძალიან გამოსადეგი პრაქტიკაში. დააყენეთ შავი ფერის ჩაი, 30მლ. ადუღების შემეგ აცადეთ, რომ კარგად დაყენდეს ფერი. აიღეთ ბამბა და დაამუშავეთ ნაკაწრები.

 

გამოიყენეთ ფანქრები ან მარკერები ხის ფერისთვის. შესაძლოა ეს იყოს სპეციალიზებული ფანქარი ხისთვის, რომელიც ხშირად იყიდება მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიებში. ასეთი ტიპის ფანქრის შოვნა, არც თუ ისე მარტივია, რადგან ფერთა გამა ძალიან შეზღუდულია. გადახარჯვაც არ ღირს, უკიდურესს შემთხვევში გამოდგება ჩვეულებრივი ფანქრებიც და საჭირო ფერის მარკერიც.