როგორ გავაფორმოთ კიბეები საკუთარი ხელით - rogor.ge

როგორ გავაფორმოთ კიბეები საკუთარი ხელით

 

დასაწყისისთვის, დაიტანეთ ძირითადი ფერის საღებავი, საამისოდ კი პირველ რიგში, გაასწორეთ კიბის ზედაპირი ზუმფარის ქაღალდით - "გაშკურკეთ". შეღებვა რომ გაგიმარტივდეთ, გამოიყენეთ საშუალო ზომის მალიარული ფუნჯი. არ დაგავიწყდეთ მალიარული სკოჩის გამოყენებაც იმ ადგილებში, სადაც არ უნდა მოხვდეს საღებავი. როგორც კი საღებავი გაშრება შეგიძლიათ შეუდგეთ საქმეს.

 

დაიტანეთ მცირე რაოდენობით წებო ტრაფარეტის უკანა ზედაპირზე (მხოლოდ ორნამენტების ადგილზე) იმისათვის, რომ ტრაფარეტი მჭიდროდ მიედოს ზედაპირს, წინააღმდეგ შემთვევაში ის არ გამოვა მკვეთრი. აუცილებლად გამოიყენეთ მხოლოდ მცირე რაოდენობით წებო, დაზღვევის მიზნით მისი გახსნა შეიძლებ წყალშიც. თუ წებოს გამოყენების იდეა თქვენ რისკიანი გეჩვენებათ, (არასწორი რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში ტრაფარეტის ნაწილი შეიძლება დააზიანოთ.) გამოიყენეთ მარიალური სკოჩი რათა ტრაფარეტი მჭიდროთ დააფიქსიროთ.

 

საღებავი დაიტანეთ სქელი ფუნჯით, რომელსაც აქვს ბლაგვი დაბოლოება, ან მცირე ზომის ღრუბელით (გუბკით), რომელიც გაჟღენთილი იქნება საღებავით. თუ ტრაფარეტი კარგად არის ზედაპირზე დამაგრებული, თქვენ არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ, მარტივად შეძლებთ ზომების დაცვას და "ჩარჩოებში" ჩატევას. გირჩევთ საღებავი წაუსვათ ნელა, აკურატულად და თანაბრად.

 

საღებავი წაუსვით რამდენიმე ფენად, რათა საღებავს ქონდეს თქვენთვის სასურველი ტონი. გამოიყენეთ ქაღალდის თეფში ფერებისა და ტონების ერთმანეთში ასარევად, ასევე საღებავის ნარჩენების გასასუფთავებლად, რომლებიც რჩება ღუბელსა და ფუნჯზე. ამ ინსტრუქციის საშუალებით შეგიძლიათ ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული კიბე გაალამაზოთ და ორიგინალური გახადოთ. ბოლო რჩევა რისი გათვალისწინებაც აუცილებლად დაგჭირდებათ არის ის, რომ არ იჩქაროთ, კარგად აწონ-დაწონეთ და ისე შეარჩიეთ კიბისა და ორნამენტების ფერი. ის აუცილებლად უნდა იყოს შეხამებული ინტერიერის დანარჩენ დეტალებს.