კომპიუტერი და ინტერნეტი

ლეპტოპები

როგორ ჩავრთოთ/გავთიშოთ Touchpad - ლეპტოპზე

როგორ ჩავრთოთ/გავთიშოთ Touchpad - ლეპტოპზე

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

Touchpad - წარმოადგენს კომპიუტერული მაუსის თავისებურ ანალოგს. მისი საშუალებით ლეპტოპთან შესაძლებელია მაუსის შეერთების გარეშეც მუშაობა. მისი ჩართვა/გამორთვა ძალიან მარტივია. ზოგჯერ როდესაც მომხარებელი იყენებს მაუსს, მოძრაობის დროს ეხება ხოლმე Touchpad-ს და ეს დისკომფორტის შემქმნელია. ასეთ დროს შეგიძიათ ის დროებით გათიშოთ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში კვლავ ჩართოთ.

 

საფეხურები

  1. 1 იმისათვის რომ ჩართოთ, ან გამორთოთ სენსურული პანელი ლეპტოპზე, არ არის საჭირო რაიმე ზედმეტი პროგრამის და ფლაგინის დაყენება, არც კომპიუტერის დიდი ცოდნა არის აუცლებელი. ნოუთბუქებს და ნეტბუქების მწარმოებლები წინასწარ გაამზადეს ღილაკი, ზოგჯერ ღილაკების კომბინაცია ამ ქმედების შესასრულებლად.
  2. 2 მრავალ თანამედროვე ნოუთბუქს, სენსურულ პანელთან აქვს მცირე ჩაღრმავება, ის მდეობარებს ზუსტად Touchpad-თან ან მასთან ახლოს. სენსორული პანელის ჩართვა/გამორთვისთვის მხოლოდ მასზე დაჭერაა საჭირო.
  3. 3 სხვა მოდელებში, წინასწარ არის გათვლილი კლავიშების შემდეგ კომბინაციები. მაგ: «Fn» + «F5 – F12». ამ გზით თქვენ შეგიძიათ არა მარტო ჩართოთ/გამორთოთ Touchpad-ი არამედ ეკრანის განათების რეგულირებაც მოახდინოთ და ხმის დონისაც.
  4. 4 თუ სცადეთ და არ გამოგივიდათ ზემოთ ნახსენები გზებით Touchpad-ის გათიშვა/ჩართვა, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ BIOS-ს გამოყენებით. იმისთვის რომ შეხვიდეთ BIOS-ში კომპიუტერის ჩართვისას დააჭირეთ F2 ან Del (დამოკიდებულია მოდელზე) როგორც კი BIOS- ჩაირთვება იპოვეთ Pointing Device და შეცვალეთ ის (Disabled (გამორთულია) Enabled (ჩართულია)). BIOS - ში შესვლისას იყავით ფრთხილად, არაფერი შეცვალოთ რისი მნიშვნელობაც არ იცით, ამას შეუძია გავლენა იქონიოს კომპიუტერის მუშაობაზე.