
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- გოგრა 0.5 კგ.
- ხახვი 150 გრ.
- ნიორი 10 გრ.
- ზეთი 20 გრ.
- ძმარი 10 მილ.ლ
- მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით
საფეხურები
- 1 გოგრა გარეცხეთ, დაჭერით დიდ ნაჭრებად და მოხარშეთ ცოტაოდენ წყალში.
- 2 მოხარშულ გოგრას მოაცალეთ კანი და დაჭერით წვრილ ნაჭრებად. ხახვი დაჭერით წვრილ ნაჭრებად და მოშუშეთ ზეთში. დაამატეთ გოგრის ნაჭრები, გოგრის ნახარში, ნიორი და დააბლენდერეთ მასა ან გაატარეთ ის ხორცის საკეპ მანქანაში.
- 3 თუ სუპი გამოგივიდათ სქელი, დაამათეთ გადადუღებული წყალი.
- 4 ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე. წამოდუღებისთანავე დაამატეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. ბოლოს მოასხით წვნიანს ძმარი.
- 5 კერძი შეგიძლიათ მორთოთ წვრილად დაჭრილი კამით და მოაყაროთ გოგრის გარჩეული და მოხალული თესლები.