როგორ ჩავრთოთ ქართული ფონტი Google Chrome-ში

სულ ახლახანს Google-მა განაახლა თავისი ბრაუზერი Google Chrome-ი. ქართველებისთვის კი ეს განახლება ცოტა პრობლემატური აღმოჩნდა, რადგან ბრაუზერი აღარ აღიქვამდა ქართულ ფონტს, კერძოდ ქართული შრიფტის ნაცვლად კუბები ჩანდა. გაეცანით ინსტრუქციას და გამოასწორეთ პრობლემა.
საფეხურები
- 1 გახსენით Chrome-ს ბრაუზერი, ველში სადაც წერთ საიტებს შეიყვანეთ chrome://flags/.
- 2 გაიხსნება ფანჯარა. მოძებნეთ Disable DirectWrite Windows. და დააკლიკეთ Enable.
- 3 ცვლილების შეტანის შემდეგ, დაბლა-მარცხნივ გამოჩნდება ღილაკი Relaunch now. დააკლიკეთ მას, პროგრამა გაითიშება და რამდენიმე წამში ისევ ჩაირთვება. შედით ქართულ ენოვან საიტებზე და შეამოწმეთ გამოსწორდა თუ არა პრობლემ.