როგორ შევარჩიოთ ნოუთბუქი სწორად - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ ნოუთბუქი სწორად

 

გაბარიტები და გარეგნული იერსახე დისპლეის ზომის არჩევისას გაითვალისიწენ, რა მიზნისთვის აპირებთ მობილური კომპიუტერის გამოყენებას. თუ თქვენ გეგმავთ მის გამუდმებით თან ტარებას, მაშინ ყურადღება მიაქციეთ პორტატულ მოწყობილობებს (ნეტბუქებს), რომელთა მატრიცის ზომა დაახლოები 10–12 დიუმია. სამწუხაროდ, ასეთი კომპიუტერების ხშირად გამოყენება არც თუ ისე მოსახერხებელია. თუ აპირებთ ნოუთბუქში ოფისსა და სახლში მუშაობას, დაფიქრდით დიდი ზომის ეკრანის (17.3 დიუმი) მქონე ლეპტოპის შეძენაზე. ასეთ შემთხვევაში, ყველაზე უნივერსალური ვარიანტი 14 დიუმიანი მოწყობილობება გახლავთ. ყურადღება მიაქციეთ ნოუთბუქის გარეგნულ იერსახეს, განსაკუთრებით კი კლავიატურას. სწორად შერჩეული კლავიატურა მნიშვნელოვნად გაზრდის ბეჭდვის სიჩქარეს. ეს დეტალი აქტუალურია მაშინ, როცა ნოუთბუქი უპირატესად გამოიყენება დოკუმენტებთან სამუშაოდ. ყველაზე მოსახერხებლად ითვლება კლავიატურები, რომლებსაც აქვთ სივრცე კლავიშებს შორის. ცალკეული ციფრების ბლოკი ასევე ითვლება უპირატესობად.

 

ტექნიკური თავისებურებები სათამაშო მობილურ კომპიუტერში აუცილებლად უნდა იყოს ცალკეული ვიდეო ბარათი. ინტეგრირებულ ვიდეოჩიპებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ მხოლოდ ისეთ თამაშებს, რომლებსაც აქვთ შედარებით მარტივი გრაფიკა. რთულია რომელიმე კონკრეტული ვიდეო ბარათის რეკომენდირება, ვინაიდან სიტუაცია ბაზარზე ხშირად იცვლება, ამიტომ ყურადღებით გაეცანით შეძენის დროს ბაზარზე არსებულ ტენდენციებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ხარისხიანი ვიდეო ბარათი მნიშვნელოვნად ზრდის მოწყობილობის ღირებულებას. თუ თქვენ გეგმავთ მობილური კომიუტერის ოფისში გამოყენებას, მაშინ შესანიშნავი არჩევანი იქნება ინტეგრირებული ვიდეობარათის მქონე მოწყობილობის შეძენა. ინტეგრირებული ჩიპები შესანიშნავად უმკლავდებიან ისეთ ამოცანებს, როგორციაა ვიდეოს ყურება, ინტერნეტში მუშაობა, მარტივი გრაფიკული რედაქტორების გამოყენება და ა.შ. თანამედროვე ნოუთბუქების აქვთ მინიმუმ 2 ფიზიკური ბირთვი. ეს სრულიად საკმარისია უმრავლესობა ყოველდღიური ამოცანის შესასრულებლად. ოთხბირთვიანი პროცესორის შეძენა ღირს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ერთდროულად მოგიწევთ შედარებით "მძიმე" პროგრამების გამოყენება. ასეთ შემთხვევაში ოპერატიული მეხსიერების მოცულობა უნდა აღემატებოდეს 4 GB–ს. კომპიუტერი მუშაობის სისწრაფე დამოკიდებულია არა მარტო პროცესორზე და ოპერატიული მეხსიერების მოცულობაზე. თუ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოპერაციული სისტემის ჩატვირთვის სისწრაფე, ფაილების გახსნისა და შენახვის სიჩქარე, პროგრამების თითქმის მაშინვე ჩატვირთვის სისწარე, მაშინ აირჩიეთ SSD ტიპის მყარი დისკი. ყველაზე კარგი ვარიანტი, რომელიც იძლევა SSD ტიპის მყარი დისკის სტანდარტული HDD მეხსიებების მოწყობილობასთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა. ეს საშუალებას მოგცემთ ნოუთბუქის მუშაობის სისწრაფის გაზრდის საშუალებას და მოგცემთ მეტი რაოდენობის ფაილების შენახვის საშუალებას.