როგორ მოვამზადოთ ფაშვისა და ჩლიქების წვნიანი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ფაშვისა და ჩლიქების წვნიანი

 

ფაშვი და ჩლიქები კარგად გარეცხეთ და დაჭერით. გირჩევთ, რომ ფაშვი და ჩლიქების პირველადი დამუშავების დროს ქვაბში ჩაასხათ ცოტაოდენი წყალი. ადუღებისთანავე წყალი გადაღვაროთ და ქვაბში ჩაასხათ ცხელი წყალი. წყალი არ უნდა ფარავდეს ფაშვის და ჩლიქების ნაჭრებს.

 

ფაშვის და ჩლიქების კარგად მოხარშვის შემდეგ, აიღეთ ღრმა ქვაბი და მასში მოთუშეთ ხახვი, არნიშნული კარაქის რაოდენობაში. ხახვის ჩაყრისთანავე დაამატეთ ორი ან სამი კოვზი ფაშვის და ჩლიქების ნახარში. ხახვი უნდა მოითუშოს დაბალ ცეცხლზე.

 

შემდეგ დაამატეთ ტომატ - პასტა და გახეხილი პომიდორი. არსებული მასა ხარშეთ ათი თხუთმეტი წუთის განმავლობაში. დაამატეთ პაპრიკა, მარილი, პილპილი და გახეხილი ნიორი.

 

შემდეგ დაამატეთ ფაშვის და ძვალგაცლილი ჩლიქების ნაჭრები. ხარშეთ ერთად კიდევ 10 წუთი.

 

თუ არსებული წვენი არ იქნება საკმარისი, დაამატეთ ფაშვის და ჩლიქების ნახარში და გადადუღებული წყალი.

 

ამ კერძს შეგიძლიათ დაამატოთ ბაჰარი და დაფნის ფოთოლი.