როგორ მოვამზადოთ შემწვარი ყაბაყი 10 წუთში - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ შემწვარი ყაბაყი 10 წუთში

ვინაიდან, ამ კერძის მოსამზადებისათვის არ ხდება ყაბაყისათვის ქერქის მოცლა, საჭიროა მისი საგულდაგულოდ გარეცხვა. თეფშზე მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცი, ხოლო მასზე ბოსტნეული, რათა იწვეთოს წყალმა. ყაბაყს წააჭერით ბოლოები.

გაჭერით ბოსტნეული სიგრძეზე, დაახლოებით 1.5-2 სმ სიგანის ნაჭრებად. თითო ყაბაყიდან გამოდის დაახლოებით 8 წრე.

აიღეთ დიდი ტაფა, კარგად გააცხელეთ და დაასხით მასზე ზეითუნის ზეთი ისე, რომ მასი სიმაღლე აღწევდეს ყაბაყის ნაჭრების სიმაღლის ნახევარს.

თეფშზე დაყარეთ ფქვილი და შეურიეთ მას მარილი. მარილის დამატება არ არის აუცილებელი, რადგან მაიონეზი და ნიორი მაინც მისცემენ სათანადო გემოს.

ამოუსვით ყაბაყი ფქვილში და დადეთ ტაფაზე. შებრაწეთ ორივე მხარეს. თითო გვერდის შებრაწვაზე დაგეხარჯებათ დაახლოებით 5 წუთი. თუ ბოსტნეული რბილია, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მზადაა და საჭიროა ტაფიდან აღება.

გადმოიღეთ ყაბაყი ტაფიდან და მიეცით ცოტა დრო გასაგრილებლად.

მოამზადეთ სოუსი. დააქუცმაცეთ ნიორი და შეურიეთ მას მაიონეზი. მიღებული სოუსი კი წაუსვით შებრაწულ ყაბაყს.

გარეცხეთ და წვრილად დაჭერით მწვანილი, შემდეგ კი ზევიდან მოაყარეთ იგი თქვენ სწრაფად და გემრიელად მომზადებულ შედევრს.