როგორ შევარჩიოთ ტოსტერი - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ ტოსტერი

 

პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ მოწყობილობის სიმძლავრეს. რაც უფრო მძლავრია, მით უფრო სწრაფად შეძლებს ტოსტის მომზადებას. როგორც წესი ამ მოწყობილობის სიმძლავრე მერყეობს 600 იდან 1600 ვატამდე.

 

ასევე მიაქციეთ ყურადღება სექციების რაოდენობას. როგორც წესი ტოსტერებს ის ერთი ან ორი აქვთ. თითოეულში თავსდება 1 ან წყვილი ნაჭერი პურის.

 

თერმოსტატი. ტოსტერების მოდელების უმრავლესობას აქვს პურის დაბრაწვის, რეგულირების 6 რეჟიმი. მაქსიმალური ვარიანტი არის 11.

 

დამატებითი ფუნქციების არსებობა. მაგალითად სპეციალური თასი პურის ნამცეცების მოსათავსებლად. ეს დაგეხმარებათ რომ უსიამოვნო სუნი აირიდოთ რომელსაც იწვევს ძველი დარჩენილი ნამცეცები.

 

ბადე, ის გათვლილია ფუნთუშების გასათბობად: აღნიშნული ბადე მაგრდება სექციებზე და იძლევა ფუნთუშის გათბობის საშუალებას. გარდა ფუნთუშებისა ის გამოდგება კრუასანებისათვის და კექსებისთვისაც. მოწყობილობიდან გამოსული ჰაერის ნაკადის საშუალებით ხდება გამოთბობა.

 

გალღობა: აუცილებელია, თუ პურს ინახავთ საყინულეში.

 

ავტომატური ცენტრირება იძლევა საშუალებას თანაბრად მოხდეს პურის დაბრაწვა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ნაჭრის ერთი ნაწილი იყოს ძალიან გახუხული და მეორე ნაწილი კი ნაკლებად..

 

შეძენისას მიაქციეთ ყურადღება, რომ იყიდოთ ისეთი ტოსტერი რომელიც მუაშაობისას კორპუსი არ ცხელდება. ამ შემთხვევაში ბავშვებიც თავისუფლად შეძლებენ ბუტერბროდების მოზადებას გახუხული პურით.