როგორ აღვიდგინოთ კალციუმის ბალანსი ორგანიზმში - rogor.ge

როგორ აღვიდგინოთ კალციუმის ბალანსი ორგანიზმში

 

ორგანიზმში კალციუმის მარაგის აღდგენის ყველაზე მარტივი საშუალებაა - სააფთიაქო საშუალებების მიღება. ეს შეიძლება იყოს როგორც ვიტამინო-მინერალური კომპლექსი ან ყველასათვის ცნობილი კალციუმის გლუკონატი, ასევე უფრო თანამედროვე საშუალებები, როგორიცაა, "კალციუმი D3 ნიკომედი" ან "კალცემინი". საჭიროა დაიცვათ ერთადერთი პირობა: პრეპარატი დანიშნული უნდა იყოს ექიმის მიერ, ვინაიდან მხოლოდ მას შეუძლია სეაფასოს სიტუაციის სერიოზულობა, განსაზღვროს საჭირო დოზირება და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა.

 

მიუხედავად სიმარტივისა, უმჯობესია სამკურნალო პრეპარატებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართოთ. კალციუმის დეფიციტის აღდგენა შეიძლება უფრო ბუნებრივი მეთოდის - საკვების საშუალებით. ასეთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტის შეუცვლელ წყაროდ გვევლინება რძის პროდუქტები, ისპანახი, კომბოსტო, ბოლოკი, ნიგოზი, ძროხის ღვიძლი და ზღვის პროდუქტები. თუმცა, არ ღირს მხოლოდ ამ პროდუქტების მIღებაზე ორიენტირება. კალციუმის ნორმალური შეთვისებისათვის საჭიროა C და D ვიტამინები. ასევე მნიშვნელოვანია იმის კონტროლი, რომ ეს 2 ვიტამინი შედიოდეს იმ საკვების შემცველობაში საჭირო რაოდენობით, რომელსაც იღებთ ორგანიზმში კალციუმის დონის ასამაღლებლად.

 

ორგანიზმში კალციუმის დანაკლისის შევსება შეიძლება ხალხური მეთოდების საშუალებითაც. ერთერთ ყველაზე გავრცელებულ და ხელმისაწვდომ მეთოდად ითვლება კვერცხის ნაჭუჭი. საგულდაგულოდ გარეცხეთ და გამოაშრეთ, რის შემდეგაც დაფქვით ყავის საფქვავში. მიღებულ ფხვნილს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. ფხვნილი მიიღეთ საკვებთან ერთად, ნახევარი ჩ/კ დღეში 3ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა გრძელდება 2 კვირიდან რამდენიმე თვემდე.

 

ამოიღეთ თქვენი რაციონიდან ყავა და ალკოჰოლი. ისინი ხელს უშლიან კალციუმის ათვისება, ამიტომაც მათი მიღებისას არ ექნება ეფექტი არც სწორ კვებას და არც სამკურნალო პრეპარატების მიღებას.

 

ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, განსაკუთრებით მზიან ამინდში. კალციუმის მიღება ორგანიზმის მიერ ვერ მოხდება D ვიტამინის ნაკლებობის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, კვების პროდუქტების ნაწილობრივ აღადგენენ მის ბალანსს, მაგრამ D ვიტამინის საუკეთესო წყარო მზის სხივები რჩება.