როგორ შევეშვათ ბევრი ტკბილეულის ჭამას - rogor.ge

როგორ შევეშვათ ბევრი ტკბილეულის ჭამას

 

დაუსვით თავს კითხვა, რატომ მიირთმევთ ტკბილეულობას და როდის? სტრესს უმკლავდებით შოკოლადით? როგორც კი გრძნობთ დაღლას, დაძაბულობას, ფეხებს თვითონ მიყავხართ მარკეტისკენ შოკოლადის შესაძენად. ასეთ დროს ტკბილეობას მცირე დროით შვება მოაქვს, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ თქვენ მათ ეჩვევით და უფრო დიდი რაოდენობა გჭირდებათ, რომ შვება იგრძნოთ.როგორც წესი ამას მოყვება ტკბილეულობის რაოდენობის გაზრდა, კვების რაციონში რაც იწვევს სახეზე გამონაყარს, წონაში მომატებას. ამის გამო მომავალში თქვენ ისევ განიცდით სტრესს რომლის ჩახშობასაც ისევ სხვადასხვა სახის კამფეტებით, ტორტებითა და შოკოლადებით შეეცდებით, ეს წრედი კი იტრიალებს. როგორ დავაღწიოთ ამას თავი?

 

მოეშვით "პრობლემების ჭამას", გაიაზრეთ ღრმად, რომ ამ ქმედებით თქვენ დროებით ღებულობთ შვებას, თუმცა ვერც პრობლემას და ვერც გამომწვევ მიზეზს ამით ვერ უმკლავდებით. აირჩიეთ რომელია უკეთესი: მტკიცედ დაუდგეთ პრობლემას, იპოვოთ გამომწვევი მიზეზი, ან თუ სამსახურეობრივ ან პირად პრობლემებს ეხება თქვენი დარდი პირდაპირ დაუპირისპიდეთ დ თქვათ თქვენი სათქმელი ვიდრე გულში დაიტოვოთ ყველაფერი,ინერვიულოთ და ტკბილეულობის მირთმევაზე გადაიტანოთ ყურადღება. შაქრის დიდი რაოდენობით მიღება ორგანიზმს დიდ პრობლემებს უქმნის.

 

იპოვეთ ახალი, ნაკლებად საზიანო "გასართობი", ყურადღების გადასატანი რასაც გააკეთებთ სტრესისას. ბევრი შემთხვევა ასრსებობს იმის, რომ ქალბატონებს მავნე ჩვევა, სხვა რამით შეუცვლიათ, მაგალიტად ნერვიულობის დროს, ყურადღება რომ სხვა რამეზე გადაიტანონთ ბზინვარებამდე ასუფთავებენ სახლს, წმენდენ იატაკს და ასე შემდეგ, აგრესიაც გადააქვთ სხვა რამეზე, ემოციებისგანა იცლებიან და ფიზიკური შრომით კალორიებს წვავენ, ასევე სახლიც დასუფთავებულია.

 

თუ უბრალოდ ძალიან გიყვარს ტკბილეული და გიჭირს მასზე უარის თქმა. ვინ თქვა რომ ტკბილეულზე უარის თქმა შეუძლებელია? მონიშნეთ დღევანდელი დღე კალენდარში წითელი ფერით და ყოველ დღე მცირედით შეამცირეთ ტკბილეულის მიღების რაოდენობა. თუ ჩაიში ყრიდით 5 კოვზ შაქარს დღეიდან დაიწყტეთ 4-ის ჩაყრა და შეამცირეთ ყოველ კვირა. ასევე მოიქეცით შოკოლადზე და ტკბილეულობაზე. გასაგებია რომ ერთიანად იმაზე უარის თქმა რასაც მიჩვეული ხართ დიდი ხნის მანძილზე რთულია, ასე რომ ეს გახლავთ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი
.

 

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ჩაანაცვლეთ ტკბილეული 1 კოვზი თაფლით დილით, ან ხილით დღის მანძილზე. ბევრი ხილი შეიცავს ადამიანისთვის საკმარის შაქრის რაოდენობას. მაგალითად ტკბილი ვაშლის მირთმევის შემდეგ სრულად მიიღებთ საკმარისი შაქრის რაოდენობას და ორგანიზმიც მეტს არ მოგთხოვთ ტკბილეულს. თუმცა ამ ეტაპამდე მისასვლელად საჭიროა შეამციროთ ტკბილეულის რაოდენობა ჯერ და მოინდომოთ იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით.