როგორ გავითეთროთ ფრჩხილები (სახლის პირობებში) - rogor.ge

როგორ გავითეთროთ ფრჩხილები (სახლის პირობებში)

 

ფრჩხილების გაყვითლების მიზეზები [u]პირველი მიზეზი[/u] - მწეველობა. აქ გამოსავალი მხოლოდ ერთია - საჭიროა ამ მავნე ჩვევის მოშორება. [u]მეორე მიზეზი [/u]- უხარისხო ლაქების გამოყენება. ბევრი ლაქი შეიცავს ისეთ ნივთიერებას, როგორც ფორმალდეგიდი, რომელთა ზემოქმედებაც უარყოფითად მოქმედებს თქვენს ფრჩხილებზე. [u]მესამე მიზეზი [/u]- შინაგანი ორგანოების პრობლემები. მაგალითად, კუჭისა და ღვიძლთან დაკავშირებული დაავადებები. მოცემულ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ვიზიტი და გამოკვლევების ჩატარება. [u]მეოთხე მიზეზი [/u]- სოკო. მას შემდეგ, რაც აღმოჩენილი და აღმოფხვრილი იქნება სიყვითლის წარმოქმნის მიზეზი, შეგიძლიათ შეუდგეთ მათ გათეთრებას.

 

ფრჩხილების გათეთრება სახლის პირობებში ფრჩხილების გათეთრების საქმეში საკმაოდ ცნობილი საშუალებაა ლიმონის წვენი, საჭიროა ყოველდღიურად, 2 კვირის განმავლობაში ყველა ფრჩხილის ლიმონის წვენისა და ზეითუნის ზეთის ნაზავით (პროპორცია ერთი-ერთთან) გაწმენდა. მოცემული პროცედურა დაგეხმარებათ ფრჩხილების არამართო გალამაზებაში, არამედ გახდის მათ უფრო მყარს.

 

კიდევ ერთი შესანიშნავი საშუალებაა - სოდის აბაზანები. აუცილებელია 1 ს/კ სოდას დაასხათ თბილი წყალი, კარგად აურიოთ და გააჩეროთ ხელები წყალში დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. შედეგი შესამჩნევი იქნება უკვე მესამე-მეოთხე პროცედურის შემდეგ.

 

თუ აუცილებელია ფრჩხილების ერთ დღეში გათეთრება, ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაგეხმაროთ წყალდაბის ზეჟანგისა და სოდის ნიღაბი. თასში აურიეთ 1 ს/კ სოდა, 1 ს/კ წყალბადის ზეჟანგი და მიღებული მასა წაისვით ფრჩხილებზე. 5-7 წუთის შემდეგ მოიშორეთ ნიღაბი წყალში გახსნილი ლიმონის წვენის (1 ჭიქა წყალზე - 1 ჩ/კ ლიმონის წვენი) საშუალებით.