როგორ შევუცვალოთ ხატულა (icon) USB ფლეშ მეხსიერების ბარათს - rogor.ge

როგორ შევუცვალოთ ხატულა (icon) USB ფლეშ მეხსიერების ბარათს

 

შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი "ხატულა" (.ico) ინტერნეტში ან სურვილის შემთხვევში შეგიძლიათ თავად დახატოთ ნებსმიერ გრაფიკულ რედაქტორში, ოღონდ შეინახეთ .ico ფორმატით. აქვე გაითვალისწინეთ, რომ მისი სიგძე და სიგანე უნდა იყოს თანაბარი, მაგალითად (16/16-ზე 64/64-ზე და ასე შენდეგ.) გადმოწერის შემდეგ გადაიტანეთ ხატულა ფლეშ მეხსიერების ბარათის მთავარ ფოლდერში.

 

შექმენით ახალი ტექსტური დოკუმენტი, (ბლოკნოტი) დააკლიკეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს New, შემდეგ Text document. გახსენით შექმნილი დოკუმენტი და ჩაწერეთ შიგნით ან გამოიყენეთ Paste [code] [autorun] icon=<ხატულას სახელი>.ico ანუ ვთქვათ გადმოწერეთ ხატულა და მას ქვია flash.ico, ამ შემთხვევაში თქვენი ჩაწერილი ტექსტი უნდა იყოს [autorun] icon=flash.ico

 

შეინახეთ ტექსტური ფაილი შემდეგნაირად: File, Save as, ფაილს დარქვით: "autorun.inf" აქვე გახსოვდეთ, რომ ასე შენახვის შემდეგ შეიცვლის გამოსახულებას და არ იქნება ისეთი როგორიც ტექსტური დოკუმენტის შემთხვევაში.

 

აჟმად თქვენს USB ინფორმაციის მატარებელზე არის 2 ფაილი, ესენია "autorun.inf" და "flash.ico", რაც ცვლის Flash-მეხსიერების ბარათის ლოგოს, თქვენ შეგიძლიათ ისინი გახადოთ უჩინრები, რათა შემთხვევით სხვა ფაილების წაშლისას ისინიც არ წაშალოთ. მონიშნეთ თქვენი შექმნილი ორივე ფაილი, დააკლიკეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს, Properties, მონიშნეთ Hidden, დააკლიკეთ Ok და მზადაა. დაიმალება აღნიშნიშნული ფაილები, ლოგო კი იქნება შეცვლილი. თუ არ გამოგივიდათ, მოგვწერეთ კომენტარებში.