
ბისკვიტის სიტკბილე შესანიშნავად ჩრდილავს არაჟნის მცირე სიმჟავეს, ხოლო თაფლის არომატი თავბრუდამხვევია!
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ბისკვიტისათვის:
- 6 კვერცხი
- 4 ს/კ თაფლი
- 1 ჭიქა შაქარი
- 1.5 ჭიქა ფქვილი
- 2 ც/კ გამაფხვიერებელი
- კრემისათვის:
- 400 გრ არაჟანი
- 1 ჭიქა შაქრის პუდრა
- რამდენიმე წვეთი ვანილის ესენცია
საფეხურები
- 1 გაახურეთ თქვენი ღუმელი 180 გრადუსამდე. დააფინეთ ჟარონაზე დიდი საცხობი ფურცელი ან პერგამენტი.
- 2 მიქსერის ჯამში აურიეთ კვერცხი, შაქარი და თაფლი. ჩართეთ მიქსერი და ათქვიფეთ თეთრ ჰაერობან ქაფამდე. შეურიეთ ფქვილი გამაფხვიერებელს და მოაყარეთ ათქვეფილ კვერცხებს. აურიეთ ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე.
- 3 დაასხით მიღებული მასა ჟარონაზე და შედგით გახურებულ ღუმელში 10-12 წუთით, რათა იგი გახდეს მოყვითალო. შემდეგ გამზადებული ბისკვიტი გადმოატრიალეთ ხელსახოცზე და ქაღალდის მოუხსნელად დაახვიეთ.
- 4 სანამ რულეტი გაცივდება, აურიეთ კრემის მოსამზადებლად საჭირო ყველა ინგრედიენტი. ძალიან მნიშველოვანია 25% არანაკლები ცხიმიანობის მქონე არაჟანის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შეძლებთ მის ათქვეფას.
- 5 ამოატრიალეთ რულეტი და წაუსვით კრემი. დაახვიეთ იგი კვლავ და შედეთ მაცივარში რამდენიმე საათით (შეგიძლიათ მთელი ღამის განმავლობაში).