როგორ დავიკლოთ წონაში ჯანჯაფილის საშუალებით - rogor.ge

როგორ დავიკლოთ წონაში ჯანჯაფილის საშუალებით

წონაში დაკლება ჯანჯაფილის საშუალებით მიმდინარეობს სტაბილურად. ასეთი დიეტა განსხვავდება შიმშილობისგან, რომლის შედეგადაც ხდება 2-3 კილოგრამის დაკლება. ჯანჯაფილის დიეტის ეფექტი ნარჩუნდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ვინაიდან ჯანჯაფილი არა მარტო წვავს კილოგრამებს, არამედ გადაჰყავს ორგანიზმი ენერგიის სრულიად სხვა გადამუშავების მოდელზე.

გახდომისას ჯანჯაფილის გამოყენება შეიძლება სასარგებლო, გამამხნევებელი სასმელებისა და ჩაის სახით, ასევე სხვადასხვა კერძებში მისი დამატების სახით. ჯანჯაფილის ჩაის დალევა საჭმლის მიღების ნაცვლად ახშორს შიმშილის გრძნობას.

გასახდომი ჩაის მოსამზადებლად გაასუფთავეთ და დააქუცმაცეთ ჯანჯაფილის ფესვი. დაუმატეთ 1 ჩ/კ დაქუცმაცებული ფესვი 1 ჭიქა ადუღებულ წყალში და მიეცით დრო დაყენებისათვის. სასმელს დაუმატეთ ლიმონის პატარა ნაჭერი და თაფლი (1 ჩ/კ).

ჯანჯაფილის ჩაის მომზადება შეიძლება სხვა რეცეპტითაც: გაასუფთავეთ ჯანჯაფილის ფესვი, დაჭერით იგი თხელ, ნაჭრებად და დაასხით მდუღარე წყალი (2 ლიტრი). ამ სასმელის მიღება საჭიროა დღის განმავლობაში, თითო ჭიქაში 1 ჩ/კ თაფლის დამატებით. ასეთი ჩაი შეამცირებს შიმშილის გრძნობას.

ჯანჯაფილის ჩაი განსაკუთრებით ეფექტურია ნიორთან ერთად. ამ სასმელის მოსამზადებლად გაასუფთავეთ ჯანჯაფილი ქლიავის ზომის ფესვი და დაჭერით თხელ ნაჭრებად, დააქუცმაცეთ ორი კბილი ნიორის, შემდეგ ეს ყველაფერი მოათავსეთ თერმოსში და დაასხით 2 ლიტრი ადუღებული წყალი. მას შემდეგ რაც სასმელი დაყენდება, ამოიღეთ თერმოსიდან ჯანჯაფილი და ნიორი, გაწურეთ ჩაი და დალიეთ დღის განმავლობაში.

ჯანჯაფილის სალათი ძალიან კარგი არის დიეთის მსუბუქ დღეებში. ამ კერძის შემადგენლობაა: შემწვარი ჭარხალი (20%), ნედლი სტაფილო (30%), ლიმონი (20%), ფორთოხლის ცედრა (10%), ნიახურის ფხვნილი (10%), ჯანჯაფილი (10%) და 2 ს/კ ზეითუნის ზეთი.

როგორ გავზარდოთ ჯანჯაფილი ქოთანში, სახლის პირობებში