როგორ შევარჩიოთ გეიმერული მაუსი - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ გეიმერული მაუსი

ლაზერული თუ ოპტიკური? წყაროების დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ ლაზერული მაუსი ნაკლებად მომთხოვნია ზედაპირის მიმართ, რომელზეც დევს. პრაქტიკაში კი გეიმერისთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი პარამეტრი, რადგან თამაშების მოყვარულების თითქმის სრული უმრავლესობა იყენებს სპეციალურ პედებს. ეს პედები კი განკუთვნილია როგორც ოპტიკური, ასევე ლაზერული მაუსებისთვის. გეიმერები დიდი სტაჟით, როგორც წესი ოპტიკურ მაუსებს ანიჭებენ უპირატესობას.

სადენით თუ უსადენო? შუთერების მოყვარულებისთვის უსადენო მაუსის ვარიანტი ავტომატურად უქმდება, იმიტომ რომ, საჭიროა მოწყობილობის სწრაფი რეაგირება და მონაცემების სწრაფი გადაცემა. ხოლო სხვა თამაშებისათვის, როგორც არის სტრატეგიები გამოდგება უსადენო მაუსებიც. როგორც წესი, უსადენო მაუსები ბევრად ძვირი ღირს ვიდრე სადენიანი, ამასთანავე საჭიროა კარგი ელემენტები რათა გარკვეული დროით გაძლოს, ხოლო უსადენოს არ აქვს პრობლემა კვების წყაროსთან დაკავშირებით.

ფასი. ბევრი ფიქრობს, რომ ხარისხი და სანდრობაა პირდპაირ პროპორციულია ფასთან. ნაწილობრივ ეს ასეა, მაგრამ თითქმის ყველა ბრენდული მოწყობილობა ფასნამატითაა, რადგან მოწყობილობის ღირებულებაში შედის ბრენდის ღირებულებაც. ხშირ შემთხვევში, ნაკლებად ცნობილი ბრენდების მიერ წარმოებული მაუსებიც კი მაქსიმალურად აკმაყოფილებს გამოცდილი გეიმერების მოთხოვნებს. ასევე შეძენისას გაითვალისწინეთ მოწყობილობის გამძლეობა. ბევრი გეიმერი დიდი ხნის განმაბლობაში არ ცილდება კომპიუტერს, თამაშისას სასუსნავთან ერთად ტკბილი გაზიანი სასმელებიც უდევს, შეარციეთ ისეთი მაუსი, რომელიც მარტივად გაიწმინდება, არ დაზიანდება და დასველდება ადვილად წყლის ან გაზიანი სასმელის დასხმის შედეგად.

საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ არც თუ ისე ძვირი, უსადენო მაუსი, რამდენიმე დამატებითი გვერდითი ღილაკით არის ოპტიმალური გადაწყვეტილება უმრავლესობა გეიმერებისათვის, დანარჩენი კი პირად კომფორტზეა დამოკიდებული, შეეცადეთ თქვენთვის სასურველი ფორმის მაუსი შეიძინოთ, რომელსაც მარტივად მიეჩვევით.

რაც შეეხება ბრენდს, გეიმერულ მაუსებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძალიან ხარისხიანი გახლავთ Razer-ი.

2-1656079971.jpg

მისი ფასი დაახლოებით 150 ლარიდან იწყება.