მეურნეობა

მესაქონლეობა

როგორ მოვუაროთ ცხვარს

ავტორი: ირაკლი კვერნაძე

ცხვარი წყვილჩლიქოსანი მცოხნელი ცხოველების გვარი ძროხისებრთა ოჯახისა. კვების ნორმები ითვალისწინებს ცხოველთა უზრუნველყოფას ენერგიაზე, საზრდო და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებზე, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია ცხოველის ცოცხალ მასაზე, ნაკვებობაზე, პროდუქტიულობის დონეზე (მატყლის ნაპარსი, მერძეულობა, სპერმის ხარისხი და სხვა) და ფიზიოლოგიურ მდგომარეობასა და შენახვის ხერხებზე. კვების ნორმები გაანგარიშებულია საშუალო ნაკვებობის სრულასაკოვანი სასაქონლო ცხოველებისათვის, ხოლო სანაშენე და ელიტური ცხვრისათვის მას ადიდებენ 10-15%-ით. ცხვრის მატყლი 97-99%-ით შედგება ცილა კერატინისაგან, ამიტომ ის მომთხოვნია პროტეინზე. კარგად ითვისებს სინთეზურ აზოტოვან ნაერთებს, ამონიუმის მარილებს, გოგირდშემცველ ამინომჟავებს, მათ შორის გოგირდს.

 

საფეხურები

  1. 1 ცხვარს 2,5 კგ-მდე სუფთა მატყლის ნაპარსის შემთხვევაში 1 ე.ს.ე-ზე ესაჭიროება 90-100 გ მონელებადი პროტეინი, 2,5-ზე მეტი მატყლის ნაპარსის შემთხვევაში 100-120 გ. შარდოვანის სადღეღამისო ნორმა მოზრდილი ცხვრისათვის და 8 თვეზე მეტი ასაკის მოზარდისათვის შეადგენს არა უმეტეს 10 გრამს.
  2. 2 ზემოთ ხსენებული აღნიშნულ დანამატებზე ცხვრის მიჩვევა უნდა მოხდეს 10-14 დღის განმავლობაში. 1 კგ ამილოკონცენტრატული დანამატის საზრდოობა შეადგენს 0,8-0,9 ე.ს.ე-ს. მასში არის 500-550 გ მონელებადი პროტეინი. მოზრდილ ცხვარს აძლევენ არა უმეტეს 100 გრამისა, ხოლო 8-12 თვის მოზარდს 60 გრამამდე დღე-ღამეში. პროტეინით ულუფების დასაბალანსებლად ცხვრის ულუფაში ჩართავენ მიკრობიოლოგიური სინთეზის პროდუქტებს. მათ შორის საკვებ საფუარს არა უმეტეს 3-5%-ისა ულუფის პროტეინის დონიდან. უჯრედანის რაოდენობა 6 თვემდე ასაკის ბატკნის ულუფაში უნდა იყოს არა უმეტეს 13%. 15-17 თვის მოზარდისათვის 25% და ზრდასრული ცხვრისათვის 27%.
  3. 3 დადგენილია ადვილადმონელებადი ნახშირწყლების (გამოსახული გლუკოზაში) ნორმები სრულასაკოვანი მეხორცული-სამატყლო ჯიშის ცხვრისათვის. ადვილადმონელებადი ნახშირწყლების მთლიანი რაოდენობა (ჯამი) გაიანგარიშება ფორმულით: ა.მ.ნ=შაქარიX(0,950+სახამებელი)X0,925
  4. 4 ცხვრის მინერალური საზრდოობის შეფასებისას კალციუმის, ფოსფორის და მაგნიუმის გარდა ითვალისწინებენ აგრეთვე გოგირდს, რომლის უკმარისობისას ულუფაში უარესდება საზრდო ნივთიერებების მონელებადობა (განსაკუთრებით უჯრედანის), აზოტის გამოყენება, იკლებს ცოცხალი მასის და მატყლის მატება. განსაკუთრებით უფრო ხშირად გოგირდს და გოგირდშემცველი ამინომჟავების დეფიციტი შეიმჩნევა, როცა ცხვრის ულუფაში იყენებენ სინთეზურ აზოტოვან ნაერთებს გოგირდის წყაროდ შეიძლება იყოს სულფატები და სულფიტები, აგრეთვე სუფთა გოგირდი. ნატრიუმის სულფატის გამოყენების ნორმა შეადგენს 2-3 გრამს, ხოლო ელემენტ გოგირდის 1 გრამს ერთ სულზე დღე-ღამეში. 1 გ გოგირდის ჩართვა ზრდის მატყლის ბოჭკოს გამძლეობას
    (სიმკვრივეს) საშუალოდ 15%-ით.
  5. 5 ზამთარში-მარცვლოვნების და პარკოსნების კარგი ხარისხის თივა, სილოსი და სენაჟი. E ვიტამინი ითვლება A ვიტამი- ნისა და კაროტინის ბუნებრივ ანტიოქსიდანტათ. მას შეიცავს მწვანე საკვები, თივა, სილოსი, სენაჟი და მარცვლოვანთა მარცვალი. რაც შეეხება D ვიტამინს, მის წყაროდ ითვლება მზეზე გამშრალი თივა. გარდა ამისა ის სინთეზირდება ცხოველის კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილებში ერგოსტერინის ფორმის სახით, როცა ის იმყოფება საძოვარზე მზის ქვეშ. D ვიტამინის უკმარისობისას ულუფაში ჩართავენ დასხივებულ საფუარს, რომლის 1 გრამი შეიცავს 400 ს.ე. D ვიტამინს.
  6. 6 ზაფხულში ენერგიასა და საზრდო ნივთიერებებზე მოთხოვნილებას ცხვარი იკმაყოფილებს ძირითადად საძოვრის საკვებიდან, მაგრამ მაღალპროდუქტიულმა სანაშენო და ელიტურმა ცხვარმა დამატებით საკვების სახით უნდა მიიღოს კონცენტრატული საკვები. განსაკუთრებით ეს ესაჭიროება 3-4 თვის მაწოვარ ბატკანს, აგრეთვე ნერბს ბატკნის ასხლეტვის შემდეგ.