როგორ დავიკლოთ წონაში (მოზარდი გოგონებისათვის) - rogor.ge

როგორ დავიკლოთ წონაში (მოზარდი გოგონებისათვის)

 

კვების რეჟიმი ბევრი მოზარდი გოგონა თვლის, რომ გახდომისათვის აუცილებელია რაც შეიძლება ნაკლების ჭამა, ზოგი შიმშილობასაც კი ცდილობს. თუმცა, კვების რეჟიმის ასეთი ცვლილება თქვენს ორგანიზმს მიაყენებს ზიანს, მაგალითად, მიგიყვანთ კუჭის ფუნქციონირების დარღვევასთან. მძიმე შემთხვევებში წონის დაკლების უკიდურესმა მცდელობებმა შეიძლება გამოიწვიოს ანორექსია ან ბულემია, რომლებიც მოითხოვენ ექიმების ექსტრემალურ ჩარევას. თუ თქვენ ნამდვილად გსურთ წონის დაკლება, მაშინ უნდა მიირთვათ ზომიერად - ის პროდუქტები, რომლებიც დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში.

 

დიეტა ზედმეტი წონის მქონე ადამიანები, როგორც წესი, იღებენ ძალიან ბევრ ნახშირწყლებს. ისინი კი აიძულებენ ორგანიზმს გამოიმუშავოს ინსულინი, რომელიც აკონტროლებს გლუკოზის (შაქრის) წარმოებას. გლუკოზა საბოლოო ჯამში გარდაიქმნება ცხიმად. თქვენი ამოცანაა გადახვიდეთ დაბალი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების დიეტაზე. თუ არ გსურთ ნახშირწყლებზე სრულად უარის თქმა, მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ მათ არ შეადგინონ თქვენს მიერ მიღებული საკვები ნივთიერებების 20%. ასეთი დიეტის დასაცავად მიიღთვის ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტები (მოხარშული ხორცი,თევზი და სვა) ბოსტნეული და დაბალი შემცველობის ნახშირყწლების მქონე მწვანილი, რძის პროდუქტები და არაცხოველური ცხიმები, მაგალითად, თხილი. კვების რაციონიდან ამოიღეთ საკონდიტრო ნაწარმი, როგორიცაა პური, ხილი და ხილის წვენები, შაქრის მაღალი შემცველობის მქონე საკვები პროდუქტები, კრახმალის შემცველი ბოსტნეული (კარტოფილი, ჭარხალი და სხვა).

 

სასმელები თუ ცდილობთ წონაში დაკლებას, უნდა შეწყვიტოთ ნებისმიერი ტკბილი სასმელის მიღება. ისინი შეიძლება შეიცავდნენ დღიურ ნორმაზე გაცილებით მეტ კალორიას, რაც ნეგატიურად აისახება თქვენს წონაზე. შეეცადეთ შემოიფარგლოთ მხოლოდ წყლითა და ტკბილი ჩაით. წყალი გეხმარებათ ორგანიზმში სითხის დიდი ხნით შენარჩუნებაში, გარდა ამისა, მისი რეგულარული მიღება დადებითად აისახება კანის ჯანმრთელობაზე.

 

ფიზიკური დატვირთვები ზედმეტი წონისგან თავის დასაღწევად საჭიროა მეტი იმოძრაოთ. თქვენი ფიზიკური დატვირთვის (ზოგადად მოძრაობის) მცირე გაზრდაც კი დაგეხმარებათ ცხიმის დაწვის პროცესის დაჩქარებაში. ეცადეთ ხშირად გადაადგილდეთ ფეხით. შეეცადეთ რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატაროთ უძრავ მდგომარეობაში ტელევიზორთან ან კომპიუტერთან ყოფნით, ეცადეთ ხშირი გახადოთ ხანგრძლივი სეირნობა და სირბილი. კვიღაში სამჯერ ეწვიეთ სპორტულ დარბაზს და დაკავდით ინტენსიური ვარჯიშით. დაკავდით რომელიმე ტიპის სპორტით რეგულარულად, მაგალითად, კალათბურთით. იგი მოითხოვს მთელი სხეულის კოორდინაციას, მუდმივ კონცენტრაციას და მაქსიმალურ მოძრაობას, ეს დაგეხმარებათ საათში დაახლოებით 800 კალორიის დაწვაში. ასევე კარგი არჩევანი იქნება ცურვა, ჩოგბურთი, ფრენბურთი და სხვა.