როგორ შევარჩიოთ პროცესორი - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ პროცესორი

 

პირველ რიგში აირჩიეთ სოკეტი დედა პლატასთან დასაკავშირებლად. ამიტომაც საჭიროა რომ დედა პლატასაც და პროცესორსაც ერთნაირი სოკეტი ქონდეთ. თუ თქვენ ყიდულობთ პროცესორს მზა კომპიუტერისთვის - გაიგეთ დედა პლატის სოკეტი. ამის გაგება შეგიძიათ პროგრამა EVEREST-ით. ასევე შეგიძლიათ გახსნათ კეისი, ჩაიწერეთ დედა პლატის სერია და იპოვეთ მწარმოებლის საიტზე დამატებითი ინფორმაცია. ზოგადად, ოფისის კომპიუტერებში გამოიყენება სოკეტი LGA1156, სახლის კომპიუტერებისთვის LGA1366, სათამაშო, გეიმერული კომპიუტერებისთვის LGA2011.

 

აირჩიეთ სიხშირე. სინამდვილეში პროცესორის წარმოებადობა დგინდება არა სიხშირით, არამედ სიხშირის წარმოქმნით და ბირთვების რაოდენობით. ეს ნიშნავს, რომ პროცესორი 4 ბირთვით და სიხშირით 2 Ghz იქნება უფრო მძლავრი, ვიდრე პროცესორი 2 ბითვით და 3 Ghz - თი. ოფისის კომპიუტერისთვის ოპტიმალური ვარიანტი არის 2 ბირთვიანი პროცესორი 2.5 Ghz-თი. სათამაშო და სახლის კომპიუტერებისათვის კი გირჩევთ 4 ბირთვიანი პროცესორების შეძენას.

 

არ დაგავიწყდეთ პროცესორის შეძენასთან ერთად შეიძინოთ ქულერი (ვენტილატორი). ის ყენდება პროცესორზე და მჭიდროდ მაგრდება, რათა არ დაუშვას მისი გადახურება.