როგორ შევარჩიოთ პლანშეტი და რისთვის გამოიყენება ის - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ პლანშეტი და რისთვის გამოიყენება ის

 

პლანშეტური კომპიუტერის მთავარი პლუსი გახლავთ, რომ ის უფრო კომპაქტურია ვიდრე ნოუთბუქი და ნეტბუქი. თანამედროვე დინამიურ და ცვალებად სამყაროში ეს ნიშნავს კოლოსალურ უპირატესობას. ადამიანი ხდება უფრო მობილური და დამოუკიდებელი. პლანშეტი ცხოვრებას ხდის უფრო კომფორტულს.

 

პლანშეტები მოსახერხებელია ადამაინებისთვის ვისაც უყვართ მოგზაურობა. უფრო ადვილი ხდება მარშრუტების დაგეგმვა. შეგიძლაით გადმოწეროთ ქალაქის რუქა, რომელშიც მოგზაურობთ, მონიშნოთ მარშრუტი, დატოვოთ ნიშნულები სასურველ ადგილებზე და გააკეთოთ ჩანაწერები. პიდაპირ მოძრაობაში შეგიძიათ გახსნათ რუქა და დააზუსტოთ თქვენი ადგილმდებარეობა, გაიხსენოთ მარშრუტი და იპოვოთ ადვილად სასურველი ობიექტი, მაგ რომელიმე ღირსშესანიშნაობა, მუზეუმი ან თუნდაც ცნობილი კაფე. პლანშეტის გამოყენებით შეგიძლით გადაიღოთ ფოტოები, ვიდეო და ინეტრნეტში შეხვიდეთ 3G მოდემით.

 

ბევრი ყიდულობს პლანშეტურ კომპიუტერებს გართობისათვის, წიგნების წასაკითხად, ფილმების სანახავად, ინტერნეტში შესასვლელად, თამაშებისთვის, მართალია ამ ყველაფრის გაკეთება სხვა მოწყობილობებითაც არის შესაძლებელი: კომპიტერებით და ლეპტოპით, თუმცა პლანშეტით ყველაფერი ამის გაკეთება ბევრად უფრო მოხერხებულია. მაგალითად შეგიძლიათ მოთავსდეთ დივანზე ან სავარძელზე, ასევე ლეპტოპის გამოყენება პრობლემატურია მეტროში,სხვადასხვა ტრანსპორტით მგზავრობისას, რასაც ვერ ვიტყვით პლანშეტზე.

 

ასევე გასათვალისწინებელია, რომ სენსორული ეკრანის გამო, პლანშეტი უფრო მოხერხებული გამოსაყენებლია ზოგიერთი საქმიანობისთვის, მაგ ტექსტის რედაქტირებისთვის და გამოსახულების დასამუშავებელად გრაფიკულ რედაქტორებში.

 

უკვე ახლაც, ბევრ ოჯახში შეიძლება იპოვოთ ჩვეულებივი კომპიუტერი, ლეპტოპი და პლანშეტი, ყველა ამ მოწყობილობას აქვს შესაბამისი დანიშნულება გამოყენებისთვის. ისინი ადამიანის ცხოვრებას ხდიან უფრო კომფორტულს და მობილურს. ხშირ შემთხვევაში ადამიანები პლანშეტის ყიდვას უდგებიან ისე როგორც სათამაშოს შეძენას, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ იაზრებენ რომ ის ბევრად უფრო მრავალფუნქციურია ვიდრე მათ ეგონათ. თანაც გამუდმებით იქმნება ახალი აპლიკაციები, მათი საშუალებით კი გაჯეტები უფრო მიმზიდველი ხდება. თქვენთვის სასურველი პლანშეტური კომპიუტერის შეძენა შეგიძლიათ ინტერნეტ-მაღაზია be.ge-ზე როგორც სრული გადახდით ასევე განვადებით