როგორ აღვადგინოთ შეუნახავი დოკუმენტი Word 2010-ში - rogor.ge

როგორ აღვადგინოთ შეუნახავი დოკუმენტი Word 2010-ში

 

იმისათვის, რომ დაარეგულიროთ პროგრამის შენახვის ფუნქციის ინტერვალი (რამდენ წუთში ერთხელ შექმნას ასლი) საჭიროა დააჭიროთ მარცხენა ზედა კუთხეში არსებულ ღილაკს File (Файл) -> Options (Параметры) გახსნილ ფანჯარაში მარცხნივ მდებარე ჩამონათვალიდან აირჩიეთ Save (Сохранение).

 

მიუთითეთ სასურველი ინტერვალი save AutoRecover information every (Автосохранение каждые)-ში და ნიშნული გაუკეთეთ Keep last autosaved version if I close without saving (Сохранять последнюю автосохраненную версию). ცვლილებების გაკეთების შემდეგ, მოქმედების დასასრულებლად დააჭირეთ ღილაკს OK.

 

იმ შემთხვევაში თუ თქვენ მომავალში დაგჭირდებათ Word-ის მიერ ავტომატურად შენახული ფაილის აღდგენა, საჭიროა შეხვიდეთ File (Файл) -> Info (Сведения). დააჭირეთ ღილაკს Manage Versions (Управление версиями) და ჩამონათვალში აირჩიეთ Recover Unsaved Documents (Восстановить несохраненные документы).

 

გახსნილ ფანჯარაში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი აღსადგენი ფაილი და დააჭირეთ ღილაკს Open (Открыть). მას შემდეგ რაც თქვენ გახსნით ამ დოკუმენტს საჭიროა მისი შენახვა, რადგან თავიდან ავიცილოთ ის პრობლემა, რომელიც აქამდე შეგვექმნა. ამისათვის კვლავ დააჭირეთ ღილაკს File (Файл) -> Save As (Сохранить как), მიუთითეთ ადგილი სადაც გსურთ შეინახოს ეს ფაილი და დააჭირეთ ღილაკს Save (Сохранить). ამით დასრულდება თქვენ მიერ აღდგენილი ფაილის შენახვა. გისურვებთ წარმატებას!