
პიცა წარმოადგენს იტალიურ, კერძოდ, ნეაპოლიტანური სამზარეულოს ნაწილს, რომელმაც დღესდღეობით სხვადასხვა კულტურებში ფართო გავრცელება ჰპოვა.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- პილპილი
- 150 გრ. ჰოლანდიური ყველი
- 3 ს.კ. კეტჩუპი
- მარილი გემოვნებით
- 250 გრ. უმარილო სულგუნი
- 100 გრ. მლაშე ყველი
- რეჰანის რამდენიმე ფოთოლი
საფეხურები
- 1 გააცხელეთ ღუმელი 200C-მდე, ფორმას წაუსვით ცხიმი, პიცის ცომი თხლად გააბრტყელეთ და ჩადეთ ფორმაში.
- 2 შეურეთ ერთმანეთს კეტჩუპი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი და წაუსვით ცომს. სულგუნი დაჭერით თხელ ნაჭრებად, ჰოლანდიური ყველი
კუბიკებად, მლაშე ყველი კი გახეხეთ. - 3 ცომზე გაანაწილეთ სულგუნი და ჰოლანდიური ყველი. მოასხით დარჩენილი ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ პილპილი და ბოლოს მლაშე
ყველი. აცხვეთ 20 წთ. გამოიღეთ, დაჭერით და მორთეთ რეჰანის ფოთლებით.