როგორ შევცვალოთ ბარაბანი (თერმოლენტა) ლაზერულ პრინტერში - rogor.ge

როგორ შევცვალოთ ბარაბანი (თერმოლენტა) ლაზერულ პრინტერში

 

თერმოლენტა წარმოადგენს ცილინდრს, თერმოსტატიკური პლასტმასისგან. ის არის ფიუზერის (გამაცხელებლის) მნიშვნელოვანი ნაწილი. რისთვის არის საჭირო გამაცხელებელი ლაზერულ პრინტერში? ქაღალდი რომელიც ხვდება პრინტერში ის მიემართება ლაზერული კარტრიჯისკენ. მასში ფოტობარაბნის და ტონერის წყალობით გადაიტანება გამოსახულება, რომელიც არის ფორმირებული ლაზერული სხივით. უარყოფითად დამუხტული ტონერი ეწებება ქაღალდს რომელიც არის დამუხტული დადებითად. ქაღალდზე მიღებული ფოტოგამოსახულება გადის ბოლო სტადიას - თერმომიმაგრებას. ამ ოპერაციისას ქაღალდი გაივლის გამაცხელებელს. გამაცხელებელი ელემენტი ახურებს ტონერს ქაღალდზე 100-200 გრადუსამდე. ამის შემდეგ ქაღალი რეზინის ლენტის დახმარებით გამოდის გარეთ, ეს კი ნიშნავს, რომ ბეჭდვა დასრულებულია. თერმოლენტა საჭიროა გადახურებისგან დასაცავად, როცა ხდება გახურება.

 

თერმოლენტის დაზიანების ძირითადი მიზეზი არის ქაღალდის გამოყენება რომელსაც აქვს დამჭერი, ეს კი ხევს ლენტას. ასევე ძალიან ხშირად ზიანდება თერმოლენტა როდესაც გაჭედილ ქაღალდის გამოღებას უხეშად ცდილობენ.

 

ამოიღეთ პრინერიდან კარტრიჯი. შემდეგში, პრინტერის მოდელიდან გამომდინარე საჭირო იქნება ხუფის ახდა და ფიუზერის გამაცხელებლის მოდულამდე წვდომა. პრინტერის დაშლას დეტალურად არ ავხსნი აქ - ძალიან ბევრი მოდელია თუმცა გამაცხელებლის, იგივე ფიუზერის დაშლის მეთოდი მსგავსია.

 

მოხსენით თერმომიწებების ნაწილი. ასევე მოხსენიტ შავი პლასტმასის ხუფი ფიუზერს, ის დაჭერილია 2 ხრახნით. შემდეგ მოხსენით მეტალის პლანკა, რომელიც ასევე დამაგრებულია 2 ხრახნით. თუ ყვეაფერი სწორად გააკეთეთ თქვენ დაინახავთ თერმოლენტას. ამ ეტაპზე თუ აქამდე არ გაქვთ გამოერთებული სადენიდან პრინტერი გირჩევთ ეხლა გამოაერთოდ სავალდებულოდ. მხოლოდ გათიშვის შემდეგ შეგეძლებათ თერმოლენტის ამოღება გამაცხელებლიდან. დააკვირდით ფოტოს და ნახავთ თუ როგორ არის დაზიანებული ლენტა.

 

თერმოელემენტს თქვენ დაინახავთ როგორც მეტალის შრეს.ის უნდა გაიწმინდოს სპირტით და უნდა წაესვას თერმოპასტა, (მისი შეძენა შეგიძიათ კომპიუტერულ მაღაზიებში თერმოლენტასთან ერთად.) დააბნიეთ ახალი ლენტა. ააწყვეთ ყველაფერი ისევ ისე როგორც იყო, შეაერთეთ სადენში და შეამოწმეთ თუ როგორ მუშაობს. ფერადი და შავთეთრი პრინტერები ინტერნეტ მაღაზია Be.ge-სგან ყველაზე დიდი არჩევანი