როგორ გადავიღოთ კარგი ფოტოსურათი - rogor.ge

როგორ გადავიღოთ კარგი ფოტოსურათი

 

რაც შეიძლება ხშირად შეცვალეთ გადაღების რაკურსი ჩაიმუხლეთ, დაიჭირეთ კამერა კუთხით. შეეცადეთ არ მოაქციოთ ადამიანები, ცხოველები და შენობები კადრის ცენტრში, ეს ძალიან მოსაწყენია. უფრო კონკრეტულად შეიძლება ითქვას, რომ ობიექტი უნდა იკავებდეს კადრის 2/3 ნაწილს, ხოლო დარჩენილი 1/3 დატოვეთ სივრცის შეგრძნებისათვის.

 

გადაკვეთის წერტილები თუ თქვენ აზრობრივად გაყოფთ კადრს 3 ნაწილად ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად, მაშინ კადრის ცენრში წარმოგექმნებათ გადაკვეთის 4 წერტილი - ისინი იზიდავენ მნახველის ყველაზე მეტ ყურადღებას. ამიტომაც ეცადეთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი ობიექტები მოაქციოთ ამ ცენტრალურ კვადრატში.

 

მასშტაბი დაიმახსოვრეთ სურათის დიდ შენობებსა და ძეგლებთან გადაღების მარტივი წესი: ადამიანები არ უნდა იდგნენ ობიექტთან ახლოს, მოიახლოვეთ ისინი თქვენსკენ, რათა ისინი დაახლოებით იმდენივე ადგილს იკავებდნენ კადრში რამდენსაც სამახსოვრო ობიექტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ძეგლის სივრცითი უპირატესობა თქვენს სურათს ნაკლებად საინტერესოს გახდის.

 

ფონი პორტრეტების გადაღების დროს ყურადღება მიაქციეთ ფონს. პარკებს, ნაგავს, ელექტროგაყვანილობას, მათ შეიძლება გააფუჭონ თქვენი კადრი. ზოგჯერ საკმარისია მხოლოდ ერთი ნაბიჯის გვერძე გადადგმა, რათა შეძლოთ ამ პრობლემის მოგვარება.

 

წარმატებული პორტრეტი კაშკაშა მზეზე შეეცადეთ ახლომახლო მოიპოვოთ ამრეკლი, მაგალითად, ნათელი კედელი ან ღობე. თუ პლაჟზე იმყოფებით, სთხოვეთ მეგობარს წამოჯდეს ან წამოწვეს ქვიშაზე - ესეც თქვენი ბუნებრივი ამრეკლი. არასდროს არ დაუმიზნოთ კამერა ქვევიდან, ასეთი გადაღებული სურათი ყველაზე მომხიბვლელსაც კი ცუდი კუთხით წარმოაჩენს.

 

საუკეთესო დრო გადაღებისათვის კაშკაშა მზის პირდაპირი სხივები ხელს უშლის კარგი სურათის გადაღებას. კონტრასტები ასეთ სურათზე ძალიან ძლიერი იქნება. თუ შუქი ეცემა ზევიდან ჩნდება ჩრდილება ცხვირისა და თვალების ქვევით. საუკეთესო დრო ფოტოსესიისათვის არის დილა და საღამო.