როგორ დავაგროვოთ ბევრი მოწონება yotube-ზე - rogor.ge

როგორ დავაგროვოთ ბევრი მოწონება yotube-ზე

 

მთავრი პრინციპი, რასაც უნდა დაიცვათ - ვიდეოს სათაური უნდა იყოს მჭიდროდ კავშირში მის შემცველობასთან. მაგალითად, თქვენი ვიდეოს ქვია "როგორ ვასწავლო თუთიყუშს ლაპარაკი" არ არის საჭირო უბრალოდ ანახოთ თუ როგორ ლაპარაკობს თქვენი თუთიყუში. ამ შემთხვევაში მომხამრებლები უყურებენ ვიდეოს იმის იმიდით რომ ისწავლიან რამე ახალს და გაიგებენ თუ როგორ ასწავლონ თავიანთ თუთიყუშებს ლაპარაკი და არა ნახონ თუ როგორ ლაპარაკობს სხვა თუთიყუში. ამიტომ სანამ ვიდეოს დადებდით კარგად მოიფიქრეთ თუ რისი ნახვა უფრო ენდომებათ თქვენი არხის მაყურებლებს და ამასთანავე ზუსტად დაარქვით ვიდეო რგოლებს სახელი, რათა ნახვის შემდეგ არ გაუცრუვდეთ იმედები თქვენს ვიზიტორებს.

 

ლოიალური მაყურებლების რაოდენობის გაზრდა რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს თქვენს ვიდეოს, მით უფრო მეტი "მოწონების" მიღების შესაძლებლობა გეძლევათ. იმ შემთხვევაში თუ თქვენ სხვადასხვა შინაარსის მქონე კონტენტის გაშუქებას დაიწყებთ საერთო თემატიკის არ მქონეს ,დიდი ალბათობით ძალიან გაგიჭირდებათ დაინტერესებული აუდიტორიის შეკრება. გამომწერების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ მომხმარებლები ელოდებია ახალ ვიდეოებს იმავე თემატიკის ან მსგავსს რაც დაკავშირებული იყო იმათთან რაც უკვე დადეთ. იმისათვის რომ გაიადვილოთ აუდიტორიის მოზიდვა, საჭიროა ძალიან პოპულარული თემატიკაზე ვიდეოების ატვირთვა. ასეთებია მაგალითად იუმორი და ვიდეოთამაშები.

 

მიეცით ხალხს საინტერესო ინფორმაცია, ეს უნდა იყოს რაღაც "ჩამთრევი" საჭირო და სასარგებლო. თუ სამივე ერთად შეძელით დამიჯერეთ, თქვენი ლაიქების იგივე მოწონებების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება დროის მცირე მონაკვეთში. მას შემდეგ რაც თემატიკას აირჩევთ, აირჩიეთ მთავარი პრობლემები, რომლებიც შეიძლება ქონდათ თქვენ სამიზნე აუდიტორიას. აიღეთ საძიებო სიტყვები და ნახეთ, რამდენად არის გაშლილი და გავრცობილი ეს პრობლემური თემები ზოგადად ინტერნეტში.

 

თუ თქვენ წინა საფეხურის დავალება შეასრულეთ, მაშინ ნახავდით, რომ გაქვთ 4 ვარიანტი: 1. პასუხი ინტერნეტში არ არის. მაშინ შექმენით ვიდეო რგოლი და შეეცადეთ მაქსიმალურად სრულად გაშალოთ პრობლემატიკა და გაჭრის გზები. 2. არის პასუხი, თუმცა არა ამოწურული. მოიფიქრეთ, როგორ შეიძლება შეავსოთ არსებული მასალა და თქვენს ვიდეო რგოლში მოათავსეთ ეს ინფორმაცია. 3. არის პასუხი, თუმცა სხვა ენაზე. შექმენით იმავე ვიდეოს ვერსია თქვენთვის სასურველ ენაზე და ან დაადეთ თარგმანი ტიტრებით. 4. პასუხი არის მხოლოდ ბეჭდური ვერსიით. შეგიძლიათ ეს ტექსტური ინფრომაცია აიღოთ საწყისად და ვიდეოში განავრცოდ.
მინიშნებები:

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რის გარეშეც რთულია ბევრი მოწონების მიღება. ადამიანებმა შეიძლება ნახონ თქვენი ვიდეო რგოლი და მოეწონოთ, თუმცა ნახვის შემდეგ უბრალოდ დახურონ გვერდი. ხშირ შემთხვევაში ეს ხდება იმიტომ, რომ მათ ავიწყდებათ მოწონების ღილაკზე დაჭერა, არის კატეგორია რომელმაც არც იცის ამ ფუნქციის არსებობის შესახებ. ამიტომ ყველა ვიდეოში უნდა გამოიყენოთ "მინიშნებები".

 

მინიშნება როგორც ასეთი შეიძლება იყოს პირადი მიმართვა, ვიდეო რგოლის შუაში ან ბოლოში. თავიდანვე არ მოითხოვოთ მოწონება, რადგან მაყურებელს ჯერ არ უნახავს ვიდეო და ჯერ ვერ შეძლებს შეფასებას. შუაში შესაძლებელია მოითხოვოთ ლაიქის დაწერა რაღაც ხუმრობის ან ქმედების გამო. ბოლოში კი გამოიყენებთ უბრალოდ შეხსენება, რომ თუ მოეწონათ ვიდეო დაგიწერონ მოწონება.

 

ლაიქი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სტიმულირება. მაგალითად, ბევრი ცნობილი ვიდეო ბლოგერი იღებს პირველ ნაწილს ვიდეოსას, ხოლო მეორეს გამოაქვეყნებ მხოლოდ მაშინ როცა მომხმარებლები გარკვეული რაოდენობის მოწონებას დააგროვებენ.