როგორ გავთავისუფლდეთ მენსტრუალური ტკივილისგან - rogor.ge

როგორ გავთავისუფლდეთ მენსტრუალური ტკივილისგან

 

პირველადი ალგომენორეა გვხვდება ახალგაზრდა გოგოებში, მენსტრუალური ციკლის დალაგების დროს. მისი გამომწვევი მიზეზია საშვილოსნოს რიტმული შეკუმშვები. ამ შეკუმშვებზე კუნთები რეაგირებენ მტკივნეული სპაზმებით. ამიტომაც მკურნალობა უნდა მდგომარეობდეს სპატიკური ტკივილების მოხსნასა ან შემსუბუქებაში.

 

გლუვი კუნთების სპაზმების შესამცირებლად, მენსტრუაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გაზარდეთ თქვენი კვების რაციონი კალციუმის შემცველი პროდუქტებით: რძე, იოგურტი, ბაჭო, ყველი. დადებითი შედეგის მომცემია იოდის შემცველი პროდუქტები: ზღვის თევზი, ხურმა, ფეიხოა, ზღვის კომბოსტო. მინიმუმამდე შეამცირეთ ყავის, მუქი ჩაის, წიწაკი, ცხარე სოუსების მიღება. ხშირად, ტკივილის გაძლიერება დაკავშირებულია მწეველობასთან, ამიტომაც თუ თქვენ გაწუხებთ ძლიერი ტკივილი მენსტრუაციის დროს, შეამცირეთ სიგარეტის მოწეული ღერების რაოდენობა რამდენიმე დღის განმავლობაში.

 

სპაზმის მოხსნაზე ძალიან კარგად ზემოქმედებს ფიზიკური დატვირთვები. რა თქმა უნდა, არ ღირს ძლიერი დატვირთვებისა და პრესის ვარჯიშების გაკეთება, თუმცა ბევრ გაწელვით ვარჯიშს, დახრებს და წელის ტრიალს შეუძლიათ შეამსუბუქონ თქვენი მდგომარეობა. შესანიშნავად დაგეხმარებათ ტკივილის მოხსნაში იოგისა და პილატესის ვარჯიშები, ვინაიდან ეს სისტემები ითვალისწინებენ კუნთის ტონუსზე მუშაობას. ყველაზე მთავარი - ადექით და დააძალეთ საკუთარ თავს მოძრაობა. წოლით ტკივილი მხოლოდ გაძლიერდება.

 

მენჯის მუსკულატური მოსადუნებელად შესანიშნავი საშუალებაა კომპრესები და აბაზანები. მიიღეთ ჯდომითი კონტრასტული აბაზანა თვიური დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ხოლო კრიტიკული დღებიის დროს გამოიყენეთ მის მაგივრად კომპრესები. ეს მოქმედებები ხელს უწყობს საშვილოსნოს, საკვერცხეებისა და საშვილოსნო მილის ნორმალურ ფუნქციონირებას.

 

გარდა ზევით ჩამოთვლილი საშუალებებისა, გოგოებს, რომლებსაც აწუხებთ პირველადი ალგომენორეა სასურველია რეგულარულად მიიღონ გვირილასა და პიტნის სამკურნალო ნახარშები.

 

მეორეული ალგომენორეა უჩნდებათ უფრო ზრდასრული ასაკის მქონე ქალბატონებს. როგორც წესი, მისი მიზეზი სხვადასხვა ანთებითი პროცესია, მაგალითად - ენდომეტრიოზი, მენჯის ნერვიტი ან ფიბრომატოზური კვანძების ზრდა. მეორეული ალგომენორეაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, რათა ჩაიტაროთ გამოკვლევა. მხოლოდ მის შემდეგ თქვენი გინეკოლოგი შეძლებთ დაგინიშნოთ სწორი მკურნალობა. არ გადადოთ ეს ნაბიჯი, ვინაიდან მტკივნეული მენსტრუალური ციკლი ზრდასრულ ასაკში შეიძლება იყოს სერიოზული დაავადებების სიმპტომი.