კომპიუტერი და ინტერნეტი

ინტერნეტი

როგორ გავაკეთოთ ელ-ფოსტა (Gmail-ზე)

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

თანამედროვე მსოფლიოში ინტერნეტმა დიდი ადგილი დაიკავა. ადრე თუ მომხმარებლები ერთმანეთს ფოსტით უკავშირდებოდნენ დღვენადელმა დღემ საჭირო გახადა უფრო თანამედროვე საშუალებების მოძიება. მათ ვისაც არ გაქვთ ელ-ფოსტა იგივე e-mail გაიცანით ინსტრუქციას და შექმენით თქვენი ანგარიში Gmail-ზე. გარდა იმისა რომ მისი საშუალებით შესაძლებელია ფაილების და ელქტრონული ფოსტის გაგზავნა, ელ-ფოსტამ სხვა დამატებითი დანიშნულებებიც შეიძინა, მაგ. თითქმს ყველა მაღალი დონის საიტზე რეგისტრაციისთვის საჭიროა მინიშნვებულ ველში პირადი ელ-ფოსტის ჩაწერა.ასე რომ თუ არ გაქვთ ამ დრომდე ელექტრონული მისამართი, ნუ დააყოვნებთ, შეგიძლიათ მარტივად სულ რამდენიმე წუთში შექმნათ სრულიად უფასოდ.

 

საფეხურები

  1. 1 პირველ ეტაპზე შედი საიტზე Gmail.com და დააკლიკეთ Create New Account
  2. 2 იმ შემთხვევაში თუ გსურთ რეგისტრაცია ქართულ ენაზე გადაიყვანოთ მარჯვნივ სულ დაბლა ენების ასარჩევია, აირჩიეთ ჩამონათვალში ქართული ენა. გაითვალისწინეთ, ჯერ უნდა შეასრულოთ პირველი ნაბიჯი რომ შეძლეთ ქართული ენის არჩევა.
  3. 3
    ქართული ენის არჩევის შემდეგ თვენ გაგეხსნებათ შემდეგი ფანჯარა იხ.ფოტო. დაიწყეთ ეტაპობრივად ველების შევსება. აუცილებლად სწორად შეიყვანეთ თქვენი სახელი და გვარი, რაც შეეხება სახელის და გავრის ქვედა ველს, მოიფიქრეთ მომხმარებლის სახელი კარგად შეარჩიეთ, რადგან ეს იქნება თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი. მისი ფორმატი არის ასეთი მაგ: giorgi_mdivnishvili@gmail.com, ფოსტის ნიშნამდე @ ირჩევთ თქვენ, ხოლო უკანასკნელს თვითონ გუგლი მოგანიჭებთ. იმ შემთხვევაში თუ თქვენს მიერ შერჩეული სახელი უკვე სხვამ აიღო, სისტემა მოგთხოვთ ახლის მოფიქრებას.
  4. 4 მიყევით და შეავსეთ ყველა ფორმა, პაროლის ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი პარილი და იგივე გაიმეორეთ მის შემდეგ ველშიც,ყურადღება მიაქციეთ, რომ ემთხვეოდეს ორივე ჩანაწერი. პირადი ინფორმაციის შეყვანის შემდეგ არის ნახატები, რომლებზე არის გამოსახული ციფრები და ასოები, ჩაწერეთ ისინი ქვედა ველში, რადგან სისტემა დარწმუნდეს რომ ავტომატური ბოტი არ არეგისტრირებს ახალ მისამართს.რა ციფრებსაც ხედავთ გაიმეორეთ.აირჩიეთ ქვეყანა და დაეთანხმეთ აღნშვნით გუგლის სამომხმარებლო წესებსა და პირობებს.
  5. 5 თუ თქვენ ყველაფაფერი ზედმიწევნით შეასრულეთ, გილოცავთ, თქვენ უკვე გაქვთ ელ-ფოსტა. რაც შეეხება მასში შესვლას, აკრიფეთ კვლავ Gmail.com შეიყვანეთ თქვენი ფოსტის მისამართი და პაროლი, გაერკვიეთ ინტერფეისში და დაიწყეთ მისი გამოყენება.
  6. 6 თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ასევე ინსტრუქციებს, რომელიც შეიძლება ადრე თუ გვიან გამოგადგეთ:
    როგორ დავაყენოთ Gmail-ი Microsoft Outlook-ზე
    როგორ შევცვალოთ მომხმარებლის სახელი (Username) Gmail-ზე