როგორ აღვადგინოთ Facebook-ის პაროლი - rogor.ge

როგორ აღვადგინოთ Facebook-ის პაროლი

 

იმისათვის, რომ Facebook-მა შეიტყოს ჩვენი პრობლემის შესახებ საიტის ზედა მარჯვენა კუთხეში, ვაჭერთ ავტორიზაციის ფორმის ქვევით მყოფ წარწერას Forgot your password?.

 

წინა საფეხურში გაკეთებული კლიკის შედეგად თქვენ მოხვდებით გვერდზე სადაც უნდა მიუთითოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი. იგულისხმება იმ ფოსტა, რომელიც მითითებული გაქვთ ამ სოციალურ ქსელში რეგისტრაციის დროს. შემდეგ კი დააჭირეთ ღილაკს Search.

 

სწორი მისამართის შეყვანის შემთხვევაში თქვენ გადახვალთ შემდეგ გვერდზე. იმ შემთხვევაში თუ იყენებთ ისეთ ელექტრონულ ფოსტებს, როგორიცაა: Gmail, Yahoo და სხვა, თქვენ გექნებათ არჩევანი, შეხვიდეთ საკუთარ ელექტრონული ელექტრონული ფოსტის საშუალებით ან გააგზავნოთ მასში პაროლის აღსადგენის კოდის შემცველი წერილი. Facebook-სათვის უცნობი ფასოტო პროვაიდერის შემთხვევაში თქვენ შეგეძლებათ მხოლოდ აღსადგენი კოდის გაგზავნა. აირჩიეთ სასურველი ვარიანტი და დააჭირეთ ღილაკს Continue.

 

წინა საფეხურში პირველი ვარიანტის არჩევის შემთხვევაში თქვენ არ დაგჭირდებათ ამ საფეხურის გავლა, ხოლო ისინი ვინც გააგზავნიან ფოსტაზე აღსადგენ კოდს, საჭიროა შევიდნენ საკუთარ ფოსტაში და გახსნან Facebook-ის მიერ მოწერილი წერილი. წერილში მყოფი კოდი თქვენ უნდა შეიყვანოთ იმ გვერდზე, რომელზეც გადახვედით Continue ღილაკზე დაჭერის შემდეგ.

 

ამ გვერდზე თქვენ უკვე შეძლებთ შეიყვანოთ თვენთვის სასურველი ახალი პაროლი და დაადასტუროთ მასზე თანხმობა. ამის შემდეგ თქვენ მიიღებთ წვდომას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.