ავტო და მოტო

მოვლა და შეკეთება

როგორ მოვხსნათ ტონირება ავტომობილის ფანჯრიდან

როგორ მოვხსნათ ტონირება ავტომობილის ფანჯრიდან

ავტორი: საბა მდივნიშვილი

ბევრი მძღოლი მიმართავს ფანჯრების ტონირებაც სპეციალური ლენტით. ზოგი ტონირებას უკეთებს არა მარტო უკანა, არამედ წინა ფანჯრებსაც, რაც კანონით, შეიძლება ითქვას, არ შეიძლება. თუ ზუსტები ვიქნებით, უნდა ითქვას, რომ საქარე მინა უნდა ატარებდეს შუქის არა ნაკლებ 75%-ს, ხოლო წინა გვერდითი ფანჯრები არანაკლებ 70%. ამასთან იქმნება ტონირების მოშორების პრობლემა. ამ საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტა შეიძლება 2 მეთოდით.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • ფენი (თმის საშრობი)
  • ბასრი ნივთი (სამართებელი ან დანა)

საფეხურები

  1. 1 ტონირების მოხსნა გაცხელების გარეშე

    ფანჯრიდან ტონირების მოხსნა შესაძლებელია გაცხელების გარეშეც. ამისათვის საჭიროა ლენტის წამოდება თხელი ბასრი ნივთით, სამართებლით ან დანით, რის შემდეგაც ფრთხილად უნდა მოქაჩოთ და მოხსნათ იგი.

    პირველი პრობლემა, რომელიც ასეთი მეთოდის დროს ვლინდება - ლენტის დანაწევრებაა, რის შედეგადაც საჭირო ხდება მისი ნაწილ-ნაწილ მოძრობა, რაც ართულებს პროცესს.

    არის კიდევ ერთი პრობლემა, უფრო მნიშვნელოვანი. შუშაზე ლენტა იკვრება სპეციალური წებოს საშუალებით, რომელიც სერიოზულად ეჭიდება ზედაპირს. ამიტომაც, ტონირების გახურების გარეშე მოხსნის დროს დიდი რაოდენობით წებო კვლავ შუშაზე რჩება, ხოლო მისი მოშორება მომავალში გართულებული იქნება.
  2. 2 ტონირების მოხსნა გაცხელების საშუალებით

    იმისათვის, რომ არ შეგექმნათ წინა საფეხურში დასახელებული პრობლემები, ტონირების მოხსნამდე საჭიროა მისი კარგად გახურება. ამის საშუალებით ლენტის მოხსნა შეიძლება წებოსთან ერთად. საჭიროა გახსოვდეთ, რომ გახურების ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 40 გრადუსს, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ლენტი დაიწყებს დნობას.

    მიკრული ლენტის მთელი ზედაპირი ფრთხილად და თანაბრად უნდა გააცხელოთ, რის შემდეგაც საჭიროა ლენტის წამოდება თხელი ბასრი ნივთით და აუჩქარებლად მისი აძრობის დაწყება. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ არ შეიძლება ფენის შუშაზე მიდება, ვინაიდან იგი შეიძლება გაიბზაროს, ასევე შორს უნდა დაიჭიროთ იგი არამეტალის ნაწილებისგან, რადგან არ მოხდეს მათი გადნობა.

    გახურების წყალობით მოხერხდება ლენტის თითქმის მთლიანად მოძრობა. თუ წებოს მცირე ოდენობა მაინც დარჩება შუშაზე, მაშინ საჭირო გახდება მისი მოძრობა სპეციალური საშუალებით ან თბილ წყალში გახსნილი ძლიერი სარეცხი ჟელეთი.

    ტონირების ავტომობილის შუშიდან მოძრობა არ არის რთული - საჭიროა მხოლოდ ამის სწორად გაკეთების ცოდნა. წინა შუშების მუქად ტონირების მოყვარულებს ხშირად უხდებათ მოშორების პროცესის გავლა, ამიტომაც მათთვის მოიგონეს ალტერნატივა - მოძრობადი სილიკონის ტონირება, რომელიც ეკრობა შუშას წებოს გარეშე და მარტივად შორდეს ბას.