როგორ შევარჩიოთ კომპიუტერი ოფისისათვის - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ კომპიუტერი ოფისისათვის

 

საოფისე კომპიუტერის ძირითადი განსხვავება მდგომარეობს ვიდეო ბარათში. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოცემული კომპიუტერი განკუთვნილია ინტერნეტში და ტექსტურ რედაქტორებთან სამუშაოდ, სრულიად საკმარისია ინტეგრირებული ვიდეო ბარათის არსებობა. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ ინტეგრირებულის გამოყენება, მაშინ შეგიძლიათ ჩააყენოთ 128 მბ მონაცემის მქონე ვიდეო ბარათი.

 

შემგდეგ საჭიროა შეარჩიოთ ცენტრალური პროცესორი. უმჯობესია არჩევანი შეაჩეროთ ორბირთვიან პროცესორზე, რომლის თითოეული ბირთვის სიხშირე იქნება 1.5-2 გგჰ. ალტერნატივად გამოდგება ერთბირთვიანი პროცესორიც, რომლის ტაქტური სიხშირეც წარმოადგენს 2-3 გგჰ-ს. საოფიცე მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გამოდგება 1.2-1.5 გგჰ სიხშირის მქონე პროცესორებიც, მაგრამ ასეთები მოწყობილობები უკვე ძალიან ძველად და გაუმართლებლად ითვლება.

 

გაარკვიეთ რა ოდენობის ოპერატიული მეხსიერება გსურთ. თუ გამოიყენებთ DDR2 ან DDR3 ოპერატიული მახსოვრობის ბარათებს, მაშინ 2 გბ საკმარისი იქნება. ინტეგრირებული მახსოვრობის ბარათის არსებობის შემთხვევაშიც კი, ასეთი მოცულობა სრულიად საკმარისი იქნება საოფისე სამუშაოს შესასრულებლად.

 

ახლა საჭიროა აარჩიოთ თქვენი საოფისე კომპიუტერის ზომა. თუ გსურთ ეკონომია გაუკეთოთ სასარგებლო სივრცეს, მაშინ სერიოზულად დაფიქრდით ნეტტოპი-ს შეძენაზე. ჩვეულებრივ, ასეთი კომპიუტერების ფასი უფრო დაბალია ვიდრე მათი "დიდი" ანალოგების, რობლებიც ფლობენ იმავე მონაცემებს. ასევე, ნეტტოპები მოიხმარენ მნიშვნელოვნად ნაკლებ ელექტრო ენერგიას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია საოფისე კომპიუტერისათვის.

 

რაც შეეხება საოფისე მონიტორის შეძენას, მოცემულ შემთხვევაში შეგიძლიათ შეიძინოთ შედარებით იაფი მოდელი. მარტივი ამოცანების შესასრულებლად სულაც არ არის საჭირო მაღალი ხარისხის გამოსახულების და ფერთა დიდი გამის მქონე მონიტორი. უმჯობესი იქნება თუ ყურადღებას დაუთმობთ ეკრანის განახლების სიხშირეს. აირჩიეთ მონიტორის 90–100 ჰრც სიხშირით. ეს დაგეხმარებათ დიდი ხნის მუშაობის შემთხვევაში თვალებისათვის დაძაბულობის შემცირებაში. კომპიუტერები და მონობლოკები ინტერნეტ მაღაზია Be.ge -სგან.