როგორ ვაკონტროლოთ წონა ჰორმონების მიღებისას - rogor.ge

როგორ ვაკონტროლოთ წონა ჰორმონების მიღებისას

 

ჰორმონალური პრეპარატის ტაბლეტი მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე. მისი მიღების შემდეგ, როგორ წესი, იმატებს მადა. თუ მას დალევთ ჭამის შემდეგ, არ არის იმის გარანტია, რომ სულ მალე კვლავ გაგიჩნდებათ ჭამის ძლიერი სურვილი. შეეცადეთ ორგანიზება გაუკეთოთ ნახშირწყლების მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტების მიღებას. ჰორმონალური საშუალებები ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ ნახშირწყლების სრულ შეთვისებას, რის ხარჯზეც ხდება სხეულის მასის ზრდა.

 

თუ თქვენ იღებთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, აკონტროლეთ რეგულარული სასქესო ცხოვრება. სპერმის შემცველობაში შემავალი სასქესო ჰორმონები ხელს უწყობენ ორალური კონტრაცეპტივების გვერდითი ეფექტების გაუნებელყობას. სხეულში კაცური ჰორმონების ნაკლებობა იწვევს დისბალანსს და იწყება წონის ზრდა. ვინაიდან, ჰორმონალურ ტაბლეტებში ისედაც დიდია ქალური ჰორმონების შემცველობა, რომლებიც იწვევენ სხეულის მასის ზრდას, ხოლო მამაკაცური, პირიქით, ხელს უწყობს მის შემცირებას.

 

რა თქმა უნდა, იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. არ მისცეთ კუნთებს დასუსტების საშუალება, ფიზიკური სავარჯიშოების საშუალებით მოახდინეთ მათი სტიმულირება. რაც მეტია კუნთის მასა, მით უფრო სწრაფად ამუშავებს იგი ცხიმებს, რომლის მარაგში შენახვა ასე ძალიან უყვარს ჩვენს ორგანიზმს. გამოყავით 1-2 დღე კვირაში, როცა დღის განმავლობაში მიირთმევთ მხოლოდ ხილს, ბოსტნეულს ან რძის პროდუქტებს, მისაღებია ფაფებიც.

 

თუ თქვენ დაგინიშნეს მაღალდოზირებული ჰორმონალური პრეპარატები, განსაკუთრებით პრედნიზოლონი, გადადეთ წონასთან ბრძოლა მომავლისათვის. ზოგიერთი მედიკამენტის მიღების დროს არ არის რეკომენდირებული საკუთარი თავის შეზღუდვა კვებაში. წონის კორექტირებაზე ზრუნვა შეიძლება მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლების ჰორმონებისა და ორალური კონტრაცეპტივების მიღების დროს. ნებისმიერ შემთხვევაში, სანამ გადახვიდოდეთ რაიმე სახის ქმედებაზე, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.