კანონი და სამართალი

როგორ მივიღოთ აშშ-ს მოქალაქეობა

ავტორი: საბა მდივნიშვილი

Green Card-ის მფლობელს შეუძლია იცხოვროს აშშ-ში სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში მას ეძლება დამატებითი უფლებები და ვალდებულებები: გადაადგილების სიმარტივე (გამგზავრება, დაბრუნება), არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თქვენი შვილები ავტომატურად ხდებიან აშშ-ს მოქალაქეები იმისდა მიუხედავად თუ სად არიან დაბადებულები და სხვა.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • დრო
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • ამერიკის ისტორიის ცოდნა

საფეხურები

  1. 1
    Green Card-ის მიღებიდან 5 წლის შემდეგ თქვენ გაქვთ სრული უფლება იმისა, რომ შეიტანოთ განაცხადი აშშ-ს მოქალაქეობის მიღებაზე. იმ შემთხვევაში, თუ არ ხართ Green Card-ის მფლობელი, იხილეთ – როგორ მივიღოთ Green Card
  2. 2
    შემდეგ ეტაპზე საჭიროა გამოცდის ჩაბარება. თქვენ დაგჭირდებათ: ინგლისური ენის კარგად ცოდნა, აშშ-ს პოლიტ-ეკონომიკური ისტორიის ცოდნა. არ არის აუცილებელი, რომ ინგლისურს უმაღლეს დონეზე ფლობდეთ, მაგრამ ეს ენა ინგლისური უნდა იყოს და არა ინგლისურ-ამერიკული, რომელზეც ლაპარაკობენ აშშ-ში. საქმე იმაშია, რომ ინგლისური - სახელმწიფოს ოფიციალური ენაა, ხოლო ინგლისურ-ამერიკული მისი "სასაუბრო" ვარიანტი.
  3. 3
    გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ მოქალაქეობას. შემდეგ სერტიფიკატს ნატურალიზაციის (Naturalization Certificate) შესახებ. სწორედ ესაა თქვენი აშშ-ს მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი.
  4. 4
    ამერიკის კანონმდებლობა არ კრძალავს ორმაგ მოქალაქეობას, მაგრამ თუ თქვენ დიდ ხანს დაჰყოფთ სხვა ქვეყანაში, შეიძლება აშშ-ს მოქალაქეობის ჩამორთმევა დაგემუქროთ. ნებისმიერ ქვეყანაში ყოფნისას (თუნდაც მისი მოქალაქე იყოთ) თქვენ უბრალოდ ვალდებული ხართ გამოიყენოთ აშშ-ს პასპორტი.

გაფრთხილებები

  • ნატურალიზაციის სერტიფიკატის ასლის გაკეთება აკრძალულია, მისი დაკარგვის შემთხვევაში მიმართეთ სათანადო ორგანოებს.