კომპიუტერი და ინტერნეტი

კომპიუტერული უნარჩვევები

როგორ ვადევნოთ სახლს თვალყური Skype-ს მეშვეობით

როგორ ვადევნოთ სახლს თვალყური Skype-ს მეშვეობით

ავტორი: საბა მდივნიშვილი

ამ ინსტრუქციის წაკითხვის შემდეგ თქვენ მარტივად შეძლებთ ორიგინალური მეთოდით, Skype-ს მეშვეობით სახლისთვის ყურადღების მიქცევას. ამ მეთოდის საშუალებით შეძლებთ თვალ-ყური მიადევნოთ - ძიძას, ბავშვებს, სახლს, ყველაფერს რასაც თქვენი ფანტაზია გაწვდება.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • ვებ-კამერა
  • ინტერნეტი
  • 2 კომპუტერი
  • Skype

საფეხურები

  1. 1
    თავდაპირველად ორივე კომპიუტერში, გადმოწერეთ Skype - დააინსტალირეთ - შექმენით 2 მომხმარებელი (Account) და დაამატეთ ერთმანეთი მეგობრებში.
    თუ ეს პრობლემა უკვე მოგვარებული გაქვთ და 2 ერთმანეთთან დაკავშირებული Account-იც გეკუთვნით, მაშინ გადადით მეორე საფეხურზე.

    | სკაიპის გადმოსაწერი გვერდის ბმული | ზომა: 923 KB |
  2. 2
    შემდეგ დააყენეთ ერთ-ერთ (რომელიც იქნება სათვალთვალო) კომპიუტერზე ვიდეო თვალი და მოათავსეთ მოსახერხებელ ადგილზე.
  3. 3
    შემდეგ მიჰყევით Start -> Control Panel -> Power options.
    რუსულად: Пуск -> Панель управления -> батареи.
    სურათის მიხედვით.
  4. 4
    საჭიროა გამორთოთ "ლოდინის რეჟიმში გადასვლა", ამის გასაკეთებლად ყველგან აირჩიეთ Never (არასდროს), რის შემდგაც კომპიუტერი ჩართული იქნება უწყვეტად.
  5. 5
    წინა საფეხურების შესრულების შემდეგ შედით Skype-ის Options-ში (настройки), საუბარია კომპიუტერზე რომელიც სახლში იმყოფება.
    მიჰყევით Tools -> Options -> Privacy და აირჩიეთ Allow Cals From - People In My Contact List
  6. 6

    შემდეგ: Tools -> Options -> Video Settings და ველში Automatically Recieve Video And Screen Sharing From აირჩიეთ People In My Contact List Only.
  7. 7
    მზადაა! ახლა თქვენ ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ დარეკოთ სასურველი კომპიუტერიდან თქვენს "მოთვალთვალე კომპიუტერთან" და თვალ-ყური ადევნოთ ყოველივე მომხდარს.