როგორ აღმოვუჩინოთ პირველადი დახმარება - დამწვრობის დროს
კანის ზედაპირული ფენის თერმული დამწვრობის დროს (ორთქლით, ცხელი წყლით ან ცეცხლის ალით) სხეულის დაზიანებული ნაწილი შეუშვირეთ ცივ წყალს, შემდეგ კი, შესაძლებლობიდან გამომდინარე, დაადეთ ყინული. ეს შეამცირებს ტკივილის გრძნობას და უკვე რამდენიმე დღეში სრულად გაქრება დაზიანების კვალი.
თერმული დაზიანების დროს, როცა მას ახლავს სხეულის ზედაპირზე ბუშტების წარმოქმნა, შეუშვირეთ დაზიანებული ნაწილი ცივ წყალს და დაადეთ ყინული. არავითარ შემთხვევაში არ გახეთქოთ ბუშტები. თუ დამწვრობის ხარისხი მაღალია სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ დამწვრობითი შოკი და ორგანიზმის ინტოქსიკაცია.