როგორ დავიცვათ სახლი მძარცველებისგან - rogor.ge

როგორ დავიცვათ სახლი მძარცველებისგან

დააყენეთ რკინის კარები სტატისტიკის მიხედვით ყველაზე ხშირად მძარცველები შემოსასვლელის კარის მეშვეობით იპარებიან ბინაში. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ შემოსასვლელი კარი იყოს რკინის. თუ არ გაქვთ ასეთი, მაშინ აუცილებლად შეიძინეთ, ხოლო თუ გაქვთ, მაშინ დარწმუნდით იმაში, რომ იგი შეესაბამება ძირითად მოთხოვნილებებს:

  1. კარები უნდა იღებოდეს შიდა მხარეს.
  2. კარის ჩარჩო უნდა იყოს მასიური და დამზადებული ფოლადისგან.
  3. ადგილი სადაც იქნება საკეტი, დაცული უნდა იყოს თერმული ჩასადგამით.
  4. კარის შემავსებლი უნდა იყოს გაკეთებული ხის ფიცრისგან.

სწორად შეარჩიეთ საკეტი კარგი საკეტის გარეშე რკინის კარები - უბრალო ჯართია. პირველი საკეტი უნდა იყოს ბერკეტის ტიპის 6 კოდური ფირფიტით. ის ყველაზე სანდოა. მეორე საკეტი - ცილინდრული ტიპის. ასეთი ტიპის გასაღებები იწარმოება გასაღების ზედაპირზე თავისებური სახის "ნაკაწრებით". ნაკაწრების რაოდენობა შეესაბამეთა საკეტში არსებული "კბილების" რაოდენობას, რაც მეტია - მით უკეთესი. შეეცადეთ იშოვოთ ისეთი საკეტი, რომელსაც ექნება არანაკლებ 5 ნაკაწრი. იმისათვის, რომ კარები მაქსიმალურად იყოს დაცული, ასევე შეგიძლიათ დააყენოთ უხილავი ელექტრომაგნიტური საკეტი. თუ არ გსურთ კარების უამრავ ადგილზე გახვრეტა, შეგიძლიათ დააყენოთ საკეტი "2 ერთში" - რომელშიც ბერკეტული და ცილინდრული საკეტები ერთდროულად გამოიყენება.

დაიცავით ფანჯრები პირველ 2 სართულზე აძვრომა ყოველგვარი პრობლემის გარეშე შესაძლებელია პირდაპირ მიწიდან ან კარნიზის დახმარებით, ბოლო 2 სართულზე კი სახურავის მეშვეობით. ამიტომაც იზრუნეთ ფანჯრების დასაცავად რკინების დაყენებაზე. ისინი უყრუნველყოფენ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან დაცვას. სპეციალისტები გვირჩევენ გამოვიყენოთ სპეციალური დამცავი ფანჯრები. ასეთი სახის შუშის გატეხვას ლომის დახმარებით დასჭირდება რამდენიმე წუთი.

გამოიყენეთ სიგნალიზაცია სიგნალიზაციის დაყენება სახლში, რომელშიც იშვიათად იმყოფებით - საუკეთესო საშუალებაა. დაცვის ეს მომსახურება ხელმისაწვდომია ყველა "ზომის მქონე საფულის" პატრონისათვის. თქვენს ბინაში დაყენდება დეტექტორები, რომლებსაც რეაქცია ექნება სხვადასხვა სახის გამაღიზიანებლებზე. თუ რომელიმე დეტექტორი ამოქმედდება, პოლიცია ადგილზე თითქმის მაშინვე აღმოჩნდება.

მოიქეცით სწორად არ გაავრცელოთ ინფორმაცია თქვენს ქონებაზე და სადმე გამგზავრების გეგმებზე. არ დაივიწყოთ ყუთიდან ფოსტის დროულად ამოღება. ბევრი ქურდი იმის მიხედვით სავსეა თუ არა ყუთი ხვდება, რომელი სახლის მფლოდებია წასული. შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა მეზობლებთან, მათი ყურადღებიანობა - თქვენი ბინის უსაფრთხოების უმთავრესი გარანტია. არასდროს შეუშვათ თქვენ ტერიტორიაზე ის, ვისაც საერთოდ არ იცნობთ.

როგორ დავიცვათ ბინა ქურდებისგან უცნაური და მარტივი ხრიკით - შემოახვიეთ ალუმინის ფოლგა კარის სახელურს და იძინეთ მშვიდად!