ჯანმრთელობა

რჩევები

როგორ დავიცვათ კუჭი დაზიანებისგან

ავტორი: საბა მდივნიშვილი

გემრიელად ჭამა ყველას უყვარს. ზოგს დალევა მოსწონს, ზოგს კი არ შეუძლია სიგარეტის გარეშე. სანამ ახალგაზრდები ვართ, არ ვუფრთხილდებით ჩვენს ჯანმრთელობას, უყურადღებობას ვიჩენთ კუჭის მიმართ. ასაკში პრობლემების შექმნას ახალგაზრდობაში ზოგიერთ რამეზე უარის თქმა სჯობს.

 

საფეხურები

  1. 1
    არავითარ შემთხვევაში არ მოწიოთ სიგარეტი დილით უზმოზე!
    გარდა იმისა რომ საგრძნობლად აზიანებს კუჭს დილით უზმოზე მოწევა და ზრდის კუჭის წყლულის რისკს, ასევე ზრდის ფილტვისა და ყელის კიბოს ალბათობას!
    მწეველები, რომლებიც ეწევიან სიგარეტს დილით, გაღვიძებიდან 30 წუთის გასვლამდე, 59%-ით ზრდიან ყელის კიბოს რისკს და 79% ფილტვის კიბოს რისკს, განსხვავებით იმ მწეველებისგან, რომლებიც გაღვიძებიდან მინიმუმ 1 საათი არ ეწევიან. გამოიკვლიეს Joshua E. Muscat-მა და მისმა კოლეგებმა, პენსილვანიას შტატში, სამედიცინო უნივერსიტეტში.
  2. 2
    არ გაივსოთ მუცელი. ძალიან დიდი რაოდენობით საჭმლის მიღებით თქვენ მას ავალდებულებთ ზედმეტად დაიტვირთოს, აფართოვებთ მის კედლებს, ხელს უშლით საკვებიდან სასარგებლო ნივთიერებების ათვისებას. იმ შემთხვევაში თუ ვერ ზღუდავთ ჭამის მოთხოვნილებას, მაშინ ჯობს დღის განმავლობაში ხშირად მიირთვათ, მაგრამ მცირე რაოდენობით. ასეთი რეჟიმი ასევე დაგეხმარებათ გახდომაში.
  3. 3
    უარი თქვით მავნე საკვებზე. ცხიმიანი, მწარე, შემწვარი და შებოლილი საჭმელი ვნებს თქვენს ორგანიზმს, ამიტომ შეეცადეთ შეზღუდოთ ასეთი სახის საკვების მიღება. ძალიან ცხელი და ცივი საჭმლის მიღებაც საზიანოა. შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება ან საერთოდ უარი თქვით მასზე. ასევე მოწევაც კუჭის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერია. ყავა და სიგარეტი – ატომური ნაზავია თქვენი საკვებგადამამუშავებელი ორგანოებისათვის, განსაკუთრებით დილით, როცა უჭმელი ხართ. ორგანიზმისთვის სასარგებლო არც საწუწნი კანფეტები და საღეჭი რეზინებია.
  4. 4
    არ ინერვიულოთ. სტრესი დიდი დარტყმაა თქვენი საჭმელგადამამუშავებელი სისტემისათვის. ბევრი გაძლიერებულად იწყებს ჭამას, მაშინ როცა ინერვიულებენ. სტრესი იწვევს კუჭის წვენის გაძლიერებულ გამოყოფას. გამოთქმა "ჯანმრთელ სხეულში – ჯანმრთელი სულია" შებრუნებულ შემთხვევაშიც სამართლიანია: "სხეული ჯანმრთელია მხოლოდ მაშინ, როცა სულია ჯანმრთელი".
  5. 5
    შეინარჩუნეთ ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობა. კუჭის დაავადება – არაა მხოლოდ ადგილობრივი დარღვევა, ის მტანჯველი დაავადებაა მთელი ორგანიზმისათვის. მისი თავიდან აცილება ბევრად მარტივია, ვიდრე მკურნალობა. დაკავდით სპორტით და დაიწყეთ ჯანმრთელი ცხოვრების წესი. მინერალური წყალი და ასკილის ნაყენი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ გასტრიტი, კუჭის წყლული და სხვა დაავადებები.