
ბევრისათვის უცნობია თუ როგორ უნდა მარტივი სიმბოლოების (სმაილიკი, გული, სამკუთხედი და სხვ.) დაწერა უბრალო კლავიატურის საშუალებით. სინამდვილეში ეს ძალიან მარტივია!
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- Microsoft Windows XP
საფეხურები
- 1 დასაწყისისთვის შექმენით რომელიმე ტექსტური რედაქტორი, მაგალითად New Text Document. სამუშაო მაგიდაზე (Desktop-ზე) დააკლიკეთ მაუსის მარჯვენა ღილაკი -> New -> New Text Document (ბლოკნოტი). გახსენით და დაიწყეთ მუშაობა.
- 2 იმ შემთხვევაში თუ არ გაქვს კლავიატურაზე რიცხვების პანელი მაშინ ჩართეთ ვირტუალური კლავიატურა: Start -> All Programs -> Accessories -> Accessibility -> On-Screen Keyboard.
- 3 ჩართეთ Caps Lock და ბლოკნოტში ყოფნისას კლავიატურაზე დააჭირეთ ღილაკს Alt, შემდეგ რიცხვების (მარჯვენა) პანელიდან რომელიმე რიცხვს, ან მათ კომბინაციას. აუშვით Alt ღილაკს ხელი და იხილეთ თქვენი შემოქმედება :)