როგორ გავაკეთოთ ორიგინალური კედლის საათი პლასტმასის დანა-ჩანგლებით - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ ორიგინალური კედლის საათი პლასტმასის დანა-ჩანგლებით

 

პირველ რიგში მოიმარაგეთ საჭირო ნივთები და ინსტრუმენტები და მოემზადეთ. დასაწყისასათვის აიღეთ პლასტმასის ერთჯერადი კოვზები და ჩანგლები და შავი საღებავით შეღებეთ. ეს კი გირჩევთ გააკეთოთ შემდეგნაირად, აიღეთ გაზეთი და დააფინეთ რათა არ დასვაროთ სამუშაო ადგილი, მოიმარჯვეთ ღრუბელი და ჩააწეთ საღებავში, შემდეგ კი მიადეთ ჩანგლებს და კოვზებს, არ წაუსვათ ისე როგორც ფუნჯით, არამედ ისე თითქოს წმენდდეთ მისით.

 

მეორე ეტაპზე უნდა გააკეთოთ ფუძე კედლის საათისთვის. აიღეთ კომპაქტ დისკის ყუთი და აკურატულად მოახიეთ უკანა მხარე. შემდეგ კი ბასრი მაკრატლით ამოჭერით მიღებული დეტალიდან წრე, იმავე ზომის რა ზომისაც არის კომპაქტ-დისკი. მიღებული წრე შეღებეთ იმავე ფერით, რა ფერისაც არის ჩანგლებიდა და კოვბეზები

 

დანიშნეთ ადგილი თითოეული კოვზისთვის და ჩანგლისთვის. ამ გზით იქნება მარტივი მათი ზუსტი განაწილება ციფერბლატზე. მას შემდეგ რაც დარწმუნდებით, რომ ზუსტად დანიშნეთ, დაიწყეთ დაწეპება. გააკეთეთ ეს წრის უკანა მხრიდან რა თქმა უნდა.

 

აიღეთ ბურღი და გახვიტეთ მისი გამოყენებით პლასტმასის წრე ზუსტად შუაში. გაბურღვის შემდეგ მოათავსევთ საათის იზრებს ზუსტად მაგ ხვრელში და დააფიქსირეთ საათის მექანიზმზე.

 

იმისთვის, რომ უფრო ლამაზი შესახედავი გახდეს თქვენი ქმნილება, მას აკურატულად წაუსვით რამდენიმე პირად ლაქი. როგორც კი მორჩებით ლაქის წასმას საათი უკვე მზადაა, შეგიძიათ მოიფიქროთ თუ რომელ კედელზე მოათავსოთ ის.