კომპიუტერი და ინტერნეტი

ინტერნეტი

როგორ გადმოვწეროთ ვიდეო YouTube-დან

ავტორი: საბა მდივნიშვილი

ალბათ ბევრს გქონიათ სიტუცია როცა შეგხვდათ ისეთი ვიდეო რგოლი, რომლის გადმოწერა და მყარ დისკზე შენახვა გდომებიათ, მაგრამ თქვენთვის ხელი შეუშლია გადმოწერის ღილაკის არ არსებობას yotube.com-ზე. ამ პრობლემის გადასაჭრელი უამრავი ხერხი არსებობს: იქნება ეს სხვადასხვა პროგრამები თუ საიტები, რომელთა მეშვეობითაც მარტივად ხდება გადმოწერა. ამ სტატიაში ვისაუბრებ 10 ჩემთვის ცნობილ და ყველაზე მოსახერხებელ მეთოდზე.

 

საფეხურები

  1. 1 www.Keepvid.com. ამ სერვისის მეშვეობით თქვენ შეძლებთ ვიდეო რგოლების გადმოწერას არა მარტო Youtube-დან, არამედ Google Video, DailyMotion და სხვა ვიდეო-ჰოსტინგებიდან. ამის გაკეთება ძალიან მარტივია, ველში შეგვყავს სასურველი ვიდეოს ლინკი (ელექტრონული მისამართი) და ვაჭერთ Enter-ს. მივიღებთ პირდაპირ ლინკს flv-ფაილზე. ხოლო იგი შეგვყავს ნებისმიერ სასურველ გადმოსაწერ პროგრამაში იქნება ეს ინტერნეტ ბრაუზერი თუ ჩამოსატვირთი ხელსაწყო.
  2. 2 მიღებული ფაილის ნახვა შეგიძლიათ Windows Media Player, GOM, Video Lan Player და სხვა რამდენიმე ვიდეო გამშვებში. შესაძლებელია მისი მარტივი კონვერტირება (გადაკეთება,დამოკლება,ფორმატის შეცვლა). მაგალითად Riva FLV Encoder, Total Video Convertor ან სხვებით.
  3. 3 www.Videodl.org. მეორე მეთოდი პირველის მსგავსია, ოღონდ ამ შემთხვევაში ვიყენებთ სხვა საიტს. სიმართლე გითხრათ ჩემთვის ორივე საიტი ტოლფასია, ჯობს თავად გამოსცადოთ და დააკვირდეთ რომლიდან იქნება გადმოწერის სიჩქარე მეტი.
  4. 4 www.vixy.net/flv_converter. უფრო მოსახერხებელი ვარიანტი. ვიდეოს ლინკის შეყვანისას შეგიძლიათ მიიღოთ გამზადებული კოდირებული ფაილი avi, mov, mp4, 3gp ფორმატებში და ასევე გადმოწეროთ მხოლოდ აუდიო mp3 ფორმატში. ძალიან მოსახერხებელია.
  5. 5 შემდეგი მეთოდი ნამდვილად დამღლელია. არ ვიცი სხვა ბრაუზერებში როგორ არის, მაგრამ Opera ქეშირების შედეგად ინახავს ნანახ ვიდეოებს ქეშში. საჭიროა flv და swf ფორმატის ფაილების ძებნა ნახვის თარიღის მიხედვით.
  6. 6 Mozilla Firefox-ის მომხმარებელთათვის YouTube-დან გადმოწერა შესაძლებელია ბრაუზერზე დამატებითი მოწყობილობის დაყენებით, რომლის გადმოწერაც მითითებულ მისამართზე შეძლებთ.
  7. 7 Save2pc Pro. გამოიყენეთ ეს პროგრამა, რომელიც ძალიან მარტივია გამოყენებაში, მას აქვს მხოლოდ ერთი ღილაკი Grab!. მიუთითეთ ვიდეოს მისამართი, დააჭირეთ მას და დაიწყეთ სასურველი ვიდეო–რგოლის გადმოწერა.
    პროგრამის გადმოწერა შეგიძლიათ მისამართებიდან:
    Depositfiles
  8. 8 USDownloader. პროგრამას რომელსაც ძირითადად Rapidshare და Megaupload-იდან გადმოსაწერად იყენებენ შეუძლია Youtube ვიდეოებიც გადმოგვაწერინოს.
    პროგრამის გადმოწერა შეგიძლიათ მისამართებიდან:
    Depositfiles
    Uploading
  9. 9 YouTube Spider. ცოტა უფრო კომპლექსური მიდგომა, მისი მეშვეობით შესაძლებელია ძიება Youtube.com-ზე და ვიდეოების გადმოწერა mpeg ფორმატში.
  10. 10 შეგიძლიათ მიმართოთ მარტივ და გონებამახვილურ მეთოდს.
    მაგალითად მისამარში: www.youtube.com/watch?v=JxBfOx1pW8o
    ჩასვით www.youtube.com-ის ნაცვლას www.kissyoutube.com და მიღებული მისამართი
    www.kissyoutube.com/watch?v=JxBfOx1pW8o გაუშვით Download Now -> Save As (რაღაც.flv) და იმხიარულეთ.
  11. 11 გადმოწერისათვის ასევე შიგიძლიათ გამოიყენოთ საიტები:
    http://ru.savefrom.net
    http://ytconv.net
    http://flvto.com
    http://ixconverter.net